თუზის წმინდა გიორგის მეორე ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თუზის წმინდა გიორგის მეორე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ თუზში.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თუზის წმინდა გიორგის მეორე ეკლესია XIX საუკუნის დარბაზული ნაგებობაა. ტაძარი ნაგებია ნატეხი ქვით, კირის დუღაბზე. ეკლესიის სამივე კარი გარედან არქიტრავული, შიგნიდან კი თაღოვანია. დარბაზი გეგმით წაგრძელებული სწორკუთხედია, რომელიც აღმოსავლეთით ბოლოვდება ფართო მხრებით გამოყოფილი ნახევარწრიული აფსიდით. მის ღერძზე თაღოვანი სარკმელია გამოჭრილი. გვერდითა კედლებში ნიშებია დატანილი. დარბაზის გრძივი კედლები ერთსაფეხურიანი პილასტრებითაა დანაწევრებული, რომლებზეც დეკორატიული თაღებია გადაყვანილი, ისინი პროფილირებულ კაპიტელებს ეყრდნობიან. სარკმლები თაღოვანია. დასავლეთი კედლის ჩრდილოეთ ნაწილში ვიწრო სწორკუთხა კარია გაჭრილი, რომლის კიბეებსაც სამრეკლო აქვს მიშენებული, მისი პირველი სართული ერთგვარ კარიბჭეს წარმოადგენს. იგი სამი მხრიდან თაღებითაა გახსნილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9294