თომა სლავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თომა სლავი (დ. 760 — გ. 823) — ბიზანტიელი მოღვაწე, სამხედრო და საზღვაო ფლოტის მეთაური, ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი აჯანყების (821–825) ლიდერი.

თომა წარმოშობით სლავი იყო (სხვა ვერსიით სკვითი ან სომეხი) და ღარიბთა წრეს მიეკუთვნებოდა. ჯერ კიდევ ლეონ V-ის დროს (813–820) იგი ტურმარხად, ანუ სამხედრო მეთაურად ითვლებოდა მცირე აზიის ერთ-ერთ თემში. მან დაყმევების პროცესში მყოფი გლეხების უკმაყოფილებით ისარგებლა, აჯანყების მეთაური გახდა და თავისი თავი იმპერატორად გამოაცხადა. უშედეგოდ ილაშქრა კონსტანტინოპოლში. მისი აჯანყება გამცემლობის და ბულგარელების დახმარების შედეგად ჩაახშეს. თომა სლავის მომხრეები კი ბრძოლას განაგრძობდნენ 825 წლამდე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ტივაძე გ., შუა საუკუნეების ისტორია, ტ. I, თბ., 1967 გვ. 161-162