თომა სლავის აჯანყება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თომა სლავის აჯანყება – ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი სახალხო აჯანყება ბიზანტიაში. მიმდინარეობდა 821–825 წწ. განმავლობაში, აჯანყების მეთაური იყო სამხედრო და საზღვაო ფლოტის მეთაური, ტურმარხი, თომა სლავი, რომლის სახელის მიხედვითაც მიიღო სახელწოდება აჯანყებამ.

აჯანყების მონაწილეთა ძირითად ბირთვს შეადგენდნენ დამოუკიდებელი გლეხები, მონები, სტრატიოტები და დაპყრობილი ტომები. მოძრაობაში ჩაებნენ ასევე პავლიკიანელები. მცირე აზიიდან აჯანყება მაკედონიასა და თრაკიაში გავრცელდა. აჯანყებულებს ჰყავდათ ძლიერი შეიარაღებული ძალები და საზღვაო ფლოტიც კი გააჩნდათ. მათ კონსტანტინოპოლს შემოარტყეს ალყა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. 823 წელს გამცემლობის და ბულგარელების დახმარების შედეგად, თომა სლავის აჯანყება ჩაახშეს. თომა სლავის ერთგული მომხრეები 825 წლამდე განაგრძობდნენ ბრძოლას იმპერიის სხვადასხვა ნაწილებში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ტივაძე გ., შუა საუკუნეების ისტორია, ტ. I, თბ., 1967 გვ. 161-162