თოდაძის ციხე
იერსახე
თოდაძის ციხე — არქიტექტურული ძეგლი საჩხერეში. დათარიღებულია ადრეული შუა საუკუნეებით (IV-IX საუკუნეები). დგას დასავლეთდან აღმოსავლეთისკენ გაწოლილ კლდოვან თხემზე. ნაგებია ადგილობრივი კირქვის საშუალო ზომის ნატეხი ქვით დუღაბზე. წყობის ჰორიზონტალობა დაცულია. შემორჩენილია ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთი მართი კუთხე და შიდა სივრცის გამყოფი კედლის ფრაგმენტი. გარშემო იკრიფება ადრეული და განვითარებული შუა საუკუნეების კერამიკის ფრაგმენტები.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39230