თენგიზ ცერცვაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თენგიზ ცერცვაძე
Თენგიზ ცერცვაძე.jpg
დაბ. თარიღი 16 მარტი 1948(1948-03-16) (72 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
ეროვნება ქართველები
სამეცნიერო სფერო იმუნოლოგია
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
მეუღლე ანა თოფურია
ჯილდოები ღირსების ორდენი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი

თენგიზ ცერცვაძე (დ. 16 მარტი, 1948) — ქართველი იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი,[1][2] ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი,[3] ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი 1992 წლიდან, ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების წევრი 1999 წლიდან. ღირსების ორდენისა (1998)[4] და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი (2019).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თენგიზ ცერცვაძე დაიბადა 1948 წლის 16 მარტს თბილისში.[5] დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1972 წელს.[6]

1972-1974 წლებში იყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1974-1979 წლებში იმავე ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა კათედრის უფროსი ლაბორანტი.

1979-1981 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფარმაკოქიმიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ფარმაკოთერაპიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1981-1983 წლებში — უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1983-1986 წლებში — იმუნოფარმაკოლოგიის განყოფილების გამგე.[6]

1986-1990 წლებში მუშაობდა ინფექციურ დაავადებათა საავადმყოფოს კლინიკური იმუნოლოგიის და ვირუსოლოგიის ლაბორატორიის გამგედ; 1990-2001 წლებში შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორად; 1997-2006 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტის მოწვეული პედაგოგი; 2001-2007 წლებში ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.[7]

2004 წლიდან საქართველოს ინფექციონისტთა, ჰეპატოლოგთა, პარაზიტოლოგთა, ეპიდემიოლოგთა და მიკრობიოლოგთა სამეცნიერო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტია; 2006 წლიდან თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი; 2007 წლიდან ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი; 2008 წლიდან ქართულ-ფრანგული ჰეპატოლოგიური კლინიკის „ჰეპა“ ხელმძღვანელი.[8]

თენგიზ ცერცვაძე მრავალი სამეცნიერო შრომისა და სახელმძღვანელოს ავტორია. იგი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის,[9] ღირსების ორდენისა (1998) და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი (2019).[10]

ჰყავს მეუღლე — რევმატოლოგი, მედიცინის დოქტორი ანა თოფურია.[11]

ორგანიზაციის და ასოციაციის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების (IDSA) წევრი (1999—);
  • ევროპის კლინიკური მიკრობიოლოგიის და ინფექციური დაავადებების საზოგადოებს (ESCMID) წევრი (2005—);
  • ევროპის ღვიძლის დაავადებათა შემსწავლელი ასოციაციის (EASL) წევრი (2005—);
  • ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1992—);
  • საქართველოს ინფექციონისტთა, ჰეპატოლოგთა, პარაზიტოლოგთა, ეპიდემიოლოგთა და მიკრობიოლოგთა სამეცნიერო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი (2004—);
  • შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს წევრი (2002—);
  • შიდსის საერთაშორისო საზოგადოების (IAS) წევრი (1996—);

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. თსუ-ში თენგიზ ცერცვაძის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. „პირველი არხი“ (3 მარტი, 2019). ციტირების თარიღი: 16 მარტი, 2019.
  2. აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ერთ-ერთი ინიციატორი. „Ambebi.ge“ (11 მარტი, 2019). ციტირების თარიღი: 16 მარტი, 2019.
  3. თენგიზ ცერცვაძე/სამუშაო გამოცდილება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიტი. ციტირების თარიღი: 16 მარტი, 2020.
  4. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №309. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ (11 მაისი, 1998). ციტირების თარიღი: 16 მარტი, 2020.
  5. თენგიზ ცერცვაძე დღეს იუბილარია - უცნობი ფაქტები მედიკოსის შესახებ. Fortuna.ge (16 მარტი, 2020). ციტირების თარიღი: 16 მარტი, 2020.
  6. 6.0 6.1 თენგიზ ცერცვაძე. „საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი“. ციტირების თარიღი: 16 მარტი, 2020.
  7. თენგიზ ცერცვაძის ბიოგრაფია. Med.ge. ციტირების თარიღი: 16 მარტი, 2020.
  8. ჰეპატოლოგიური კლინიკა ჰეპა. Vidal.ge. ციტირების თარიღი: 16 მარტი, 2020.
  9. თენგიზ ცერცვაძისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების შესახებ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ციტირების თარიღი: 16 აპრილი, 2020.
  10. საქართველოს პრეზიდენტმა პროფესორი თენგიზ ცერცვაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. „ინტერპრესნიუსი“. ციტირების თარიღი: 05 ივნისი, 2019.
  11. უცნობი ფაქტები თენგიზ ცერცვაძის შესახებ (14 მარტი, 2020). ციტირების თარიღი: accessdate=16 მარტი, 2020.