C ჰეპატიტი
C ჰეპატიტი | |
---|---|
C ჰეპატიტის ვირუსი. | |
დარგი | infectious diseases |
სიხშირე | 22% (ეგვიპტე), 48% (პაკისტანი), 32% (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) |
კლასიფიცირება და გარე წყაროები | |
DiseasesDB | 5783 |
ICD-10 | B17.1, B18.2 |
ICD-9 | 070.4, 070.5 |
OMIM | 609532 |
MedlinePlus | 000284 |
eMedicine | eMedicine: med/993 |
Patient UK | C ჰეპატიტი |
C ჰეპატიტი — ქრონიკულად მიმდინარე პროგრესირებადი დაავადება. C ჰეპატიტი ღვიძლის ქრონიკული დაავადებების (ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი) განვითარების ერთ-ერთი ხშირი მიზეზია.
გამომწვევი მიზეზები და გადაცემის გზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]C ჰეპატიტს იწვევს რნმ ვირუსი, რომელიც უპირატესად ღვიძლს აზიანებს. ბუნებრივი მიმდინარეობის დროს დაავადება (20-30%) 6 თვის შემდეგ თვითგამოჯანმრთელებით მთავრდება, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში ქრონიკულ ხასიათს იძენს.
ვირუსს ახასიათებს ცვალებადობა, მიეკუთვნება ნელა პროგრესირებად ვირუსთა რიცხვს. გამოვლენილია მისი ექვსი გენეტიკური ვარიანტი.
ინფექციის წყაროს წარმოადგენს მწვავე და ქრონიკული C ჰეპატიტით დაავადებული ადიამიანი. ვირუსი გადაეცემა პარენტარული გზით, ანუ სისხლითა და სისხლის პროდუქტებით, ზოგჯერ სქესობრივი გზითაც.
ადამიანი ინფიცირდება:
- ნემსის შემთხვევითი ჩხვლეეტისას;
- საერთო სამართებლის, სისხლით დაბინძურებული ბამბის გამოყენებისას;
- სხეულის სხვადასხვა ნაწილში სამკაულის ჩამაგრების, ე.წ.. პირსინგის, დროს;
- სისხლმდენი ღრძლიბეს მქონე ადამიანის კბილის ჯაგრისის ხმარებისას;
- სხვა ადიამიანის მიერ კბენის დროს;
- დაბინძრებული სააბაზანო აქსესუარების ხმარებისას;
- სქესობრივი კონტაქტისას, რომელსაც თან სდევს სისხლდენა.
ვირუსის სქესობრივი გზით გადაცემა ძალიან იშვიათია (1-3%), ძირითადად, ჰომოსექსუალებში (სწორი ნაწლავის ტრავმირების გამო). შედარებით მაღალია C ვირუსით ინფიცირების სიხშირე მრავალ პარტნიორთან ურთიერთობის შემთხვევაში.
C ჰეპატისი გადაცემის გზებიდან გამომდინარე, ყველაზე ხშირად ავადდებიან:
- ინტრავენური ნარკომანები და მათი სქესობრივი პარტნიორები;
- შეუმოწმებელი სისხლისა და სისხლის პროდუქტების გადასხმის შემთხვევაში;
- ცუდად გასტერილებული სტომაროლოგოური, გინეკოლოგიური და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტებით მანიპულაციების დროს;
- აკუპუნქტურის დროს;
- გაუსტერილებელი ინსტრუმენტებით კოსმეტოლოგიური მანიპულაციების შემთხვევაში (პედიკიური, მანიკური, ტატუირება და სხვ.);
- სამედიცინო პერსონალი – ანუ იგულისხმება ყველა ის შემთხვევა, როდესაც ვირუსით დაბინძურებული სისხლი ერევა მეორე ადამიანის სისხლს.
- C ჰეპატიტით დაავადების რისკი მაღალია არ ამარტო ინტრავენური ნარკომანიის დროს არამედ კოკაინის შესუნთქვისას. კოკაინი ძლიერ აღიზიანებს ცხვირის ლორწოვან გარსს და ხშირად იწვევს სისხლდენას. ასეთი პირის მიერ ნახმარ შესასუნთქ ტუბს კი ვირუსი მეორე ადამიანს ცხვირის ლორწოვანსა და, შესაბამისად, სისხლში გადააქვს.
სისხლის თვალით უხილავ რაოდენობას შეიძლება შეიცავდეს ორგანიზმში არსებული სითხეებიც: ნერწყვი, ცრემლი, განავალი, შარდი, სპერმა. ამიტომ სრული უსაფრთხოებისთვის, სასურველია სიფრთხილე C ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანებთან ერთუიერთობისას.
თუ ადამიანი C ვირუსით დაინფცირებულის კბილის ჯაგრისს ან პირის საპარს მოიხმარს, შესაძლებელია ვირუსით დასნებოვანება, რადგან ამ ნივთებზე სისხლის ნაწილაკები არსებობის ალბათობა დიდია.
C ჰეპატიტის გამომწვევი პლაცენტალურ ბარიერს ვერ გადის, დედისგან ბავშვისთვის დაავადების გადაცემის შანსი მცირეა. აქედან გამომდიანრე, C ვირუსით ინფიცრებულ დედისთვის ორსულობა უკუნაჩვენები არ არის. ვირუსის გადაცემის ალბოთობაზე არც ის ახდენს გავლენას, თუ როგორ იმშობიარებს ქალი – საკიესრო კვეთით თუ ბუნებრივი გზით. ვირუსი არ გადადის ძუძუთი კვების დროს.
C ჰეპატიტს არ იწვევს კოღოს ნაკბენი, რადგან მწერის სხეულში ვირუსის ძალზე უმნიშვნელო რაოდენობა ეტევა; არ გადაეცამა ხველებით, დაცემინებით, ჭურჭლით, საკვებითა და წყლით. დაავადება არ გადადის საერთო პირსახოცით, კოცნით.
კლინიკური სურათი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]C ჰეპატიტის საინკუბაციო პერიოდი (ინფიცირებიდან დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენამდე) უხშირესად 20-80 დღეა. C ჰეპატიტს ახასიათებს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული მიმდინარეობა. ვირუსით შესაძლოა ნებისმეირი ასაკის ადამიანი დაინფიცირდეს.
მწვავე C ჰეპატიტის დროს კლინიკური სიმპტომები იშვიათად (10-20%) ვლინდება. ამ დროს აღინიშნება საერთო სისუსტე, დისკომფორტი მარჯვენა დერდქვეშა მიდამოში. ღვიძლის ფუნქციათა მრავალფეროვნების გამო მისი ქსოვილის ანთება, ანუ ჰეპატიტი, შეიძლება გამოვლინდეს სიმპტომთა ფართო სპექტრით; ესენია:
- კანისა და ლორწოვანი გარსის გაყვითლება;
- დაღლილობის შეგრძნება;
- ცხელება და ოფლიანობა;
- გულისრევა, ზოგჯერ ღებინება;
- ტკივილი მუცლის არეში;
- უმადობა, ცხიმიანი საკვების შეძულება;
- ქავილი;
- წონაში დაკლება;
- სისხლჩაქცევები;
- გონების დაინდვა, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
- ართრიტები (სახსრების ანთება);
- არასრულფასოვანი ძილი.
აღნიშნული ჩივილები ზოგადად ღვიძლის დაავადებებს ახასიათებს. C ჰეპატიტის დაიგნოსტიკა და დადასტურება კი ლაბორატორიული მონაცემებით ხდება.
მწვავე C ჰეპატიტმა შესაძლებელია მრკუნალობის გარეშეც უკვალოდ გაირაოს, მაგრამ უფრო ხშირად (60-80%) ის ქრონიკულ ფორმაში გადადის (თუ პროცესი 6 თვეზე მეტხანს გრძელდება).
C ჰეპატიტი შესაძლოა სრულიად უსიმპტომოდ, ან ძნელად შესამჩნევი ნიშნებითაც მიმდინარეობდეს. რაც უფრო ხანდაზმული C ვირუსით დაინფცირებული ადამიანი, დაავადება მით უფრო მძმედ მიმდინარეობს და მკურნალობაც ნაკლებად ეფექტურია.
C ჰეპატიტის სიმპტომები სუსტად ვლინდება ახალშობილებსა და ბავშვებში.
დიაგნოსტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უსიმპტომო მიმდინარეობის დროს დაავადების გამოვლენის ერთადერთი საშუალებაა სისხლის სერილოგიოური ანალიზი. დაავადების დიაგნოსტიკა სისხლის შრატში C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენით იწყება. მწვავე C ჰეპატიტის დროს პირველი 2-3 თვის განმავლობაში ანტისხეულების აღმოჩენა შეიძლება ვერც კი მოხერხდეს. ამასთანავე, ანტისხეულების არსებობა მხოლოდ რნმ ვირუსით ადამიანის ოდესღაც ინფიცირებას ადასტურებს. დაავადების არსებობასა და მიმდინარეობაზე სისხლის შრატში უშუალოდ ვირუსის აღმოჩენა მიუთითებს.
C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების შემცველობას განსაზღვრავენ იმუნოფერმენტული ანალიზით. შემდეგ კეთდება სპეციალური -ანალიზი (პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქცია - PCR), რომლის დადებითი შედეგიც ადასტურებს დიაგნოზს.
მკურნალობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მწვავე ჰეპატიტი C ავადმყოფთა 20-40%-თვის მკურნალობის გარეშე, სპონტანური გამოჯამრთელებით სრულდება. ვირუსის საწინააღმდეგო მკურნალობის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 80%-ს აღემატება. C ჰეპატიტის მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივი (24-28 კვირა) და ძვირად ღირებული პროცესია.
მწვავე ქრონიკულროი C ჰეპატიტის დროს რაიმე სპეციფიკური დიეტოთერაპია საჭირო არ არის. საკმარისია ალკოჰოლის გამორიცხვა, ასევე სასურველია ჭარბი წონის კორექცია ციროზით გართულების შემთხვევაში კი დიეტის დაცვა აუცილებელია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია, მესამე გამოცემა, ISBN 978-9941-19-431-3