თენგიზ სანაძე
თენგიზ სანაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 30 იანვარი, 1930 |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდ. თარიღი | 15 დეკემბერი, 2011 (81 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველო |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ფიზიკოსი |
თენგიზ ივანეს ძე სანაძე (დ. 30 იანვარი, 1930, თბილისი — გ. 15 დეკემბერი, 2011, იქვე) — ქართველი ფიზიკოსი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1974)
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თენგიზ სანაძე დაიბადა 1930 წლის 30 იანვარს თბილისში. 1948 წელს ოქროს მედლით დაამთავრა ვაჟთა І საშუალო სკოლა და იმავე წელს მისაღები გამოცდების ჩაბარების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-ტექნიკის ფაკულტეტზე<. 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1954 წ. ნახევარი წლის განმავლობაში მუშაობდა ლებედევის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის (მოსკოვი) რხევების ლაბორატორიაში მივლინებულ ასპირანტად. აკადემიკოს ალექსანდრე პროხოროვის ხელმძღვანელობით, მან აითვისა ზემაღალი სიხშირეების ტექნიკა.[1]
1954 წელს თბილისში დაბრუნების შემდეგ ააწყო ელექტრონული პარამაგნიტური რეზონანსის (ეპრ) სპექტრომეტრი და ასევე შექმნა საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი პირველი დაბალტემპერატურული რეზონატორი, ლითონის კრიოსტატი თხევადი წყალბადის და თხევადი ჰელიუმის ტემპერატურაზე სამუშაოდ.[1]
1956–1958 სანაძე თსუ-ს უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია, 1958–1960 — დაბალი ტემპერატურების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის გამგე, 1960 წლიდან რადიოფიზიკის კათედრის გამგე. მისი უმთავრესი შრომები ეხება ელექტრონული პარამაგნიტური რეზონანსის (ეპრ) საკითხებს. ნაშრომთა ციკლისათვის ეპრ-ში (გივი ხუციშვილთან ერთად) მიენიჭა პ. მელიქიშვილის სახელობის პრემია (1970).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 77.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 აკადემიკოსი თენგიზ სანაძე 90. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-23. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2021