თელეთის წმინდა გიორგის პირველი ეკლესია
თელეთის წმინდა გიორგის პირველი ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | ![]() |
ქვეყანა | ![]() |
პროვინცია | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
თელეთის წმინდა გიორგის პირველი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურის ზემოთ (ჩრდილოეთით), სამიოდე კილომეტრზე, თელეთის გორაზე.
ეკლესია დარბაზულია (5,6X4,9 მეტრზე). შესასვლელი ჩრდილოეთიდან აქვს, აღმოსავლეთით კი ნახევარწრიული აფსიდი, რომელშიც გაჭრილია მცირე ზომის, თაღოვანი სარკმელი. სარკმლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშაა. ქვემოთ კი — ოთხწახნაგა ტრაპეზი, რომელიც კედელზეა მიყრდნობილი. დარბაზი კვადრატულია (3,1X3,1 მეტრზე), გადახურულია ნახევარცილინდრული კამარით.
XXI საუკუნის დასაწყისში ადგილობრივმა მოსახლეობამ ეკლესია თვითნებურად, სპეციალისტებთან შეთანხმების გარეშე გაარემონტა. რომლის დროსაც კედლები შიგნით გაჯით, ხოლო გარედან ცემენტისა და ქვიშის ხსნარით შელესა. ამის გამო ძეგლს ისტორიული ღირებულება დაეკარგა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 82.