თელავის საცხოვრებელი სახლი (ღვთისმშობლის 11)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლიარქიტექურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ღვთისმშობლის ქუჩაზე (№ 11). თარიღდება XIX-XX საუკუნეების მიჯნით.

აგურის ერთსართულიანი, ნახევარსარდაფიანი სახლი ქუჩაზე განივი ფასადით გამოდის. ფასადზე სწორკუთხა ფანჯრები და სადარბაზოს ხის კვეთილი, ლითონისცხაურიანი კარია განთავსებული. ღიობების თავზე დეკორატიული, ცრუ, სოლისებრი ქვებია, აგურით გამოყვანილი. მათ ზემოთ დეკორატიული კბილანისებრი ფრიზი მიუყვება. გადახურვა კრამიტისაა. ოთახები ვიწრო შემოსასვლელის გარდიგარდმო, ორ რიგადაა განლაგებული, ინტერიერში ავთენტურობა შენახულია: ძველი დარაბები, კედლის ღუმლები, შელამფული ჭერი და სხვ. ეზოს მხარეს ჭვირულმოაჯირიანი, დაბალი ტერასა-აივანია (განახლებულია ძველი ნახატის მიხედვით). აფრების დეკორი აღარ არსებობს. შენობა დახურულია კრამიტით, სახურავი ოთხკალთაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 156