თელავის საცხოვრებელი სახლი (ი. ჭავჭავაძის 104)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე (№ 104). თარიღდება XIX საუკუნის II ნახევრით.

სახლი ერთსართულიანია. ნაგებია აგურით. ქუჩის მხარეს შენობა გრძივი ფასადით გამოდის, რომლის ქვედა ნაწილი მიწითაა დაფარული. ფასადზე მშვილდისებრთაღიანი ორი სარკმელია, საჭექი ქვებით თაღების შუაში. ორივეში სწორკუთხა ალათაა ჩასხმული და რკინის გისოსითაა აღჭურვილი. ფასადი თავისებურადაა გაფორმებული თანაბარი სიმაღლის, ოღონდ სხვადასხვა სიგანის, სწორკუთხა შვერილებით, რომლებიხ ერთ ვერტიკალზე, თანაბარი ინტერვალებით არის განლაგებული. ფასადზე ექვსი ასეთი ვერტიკალია რომელიც მას მთელ სიმაღლეზე ასდევს : თითო - კიდეებში და თითო - სარკმელების გვერდებზე. ფასადი დასრულებულია მაღალი, ხუთსაფეხურიანი ლავგარდნიღ, რომლის ქვედა საფეხური აგურის ხერხულა წყობითაა გამოყვანილი.

ეზოს მხარეს, მცირე ზომის, ჭვირული აივნის ნაწილებია შემორჩენილი. აივანი აგურის ოთკუთხა სვეტებზეა დაყრდნობილი. აივნის ქვემოთ მაღალი ნახევარსარდაფია. ეზოს მხარეს კედლები ლურჯადაა შეღებილი, სარკმელები ამ მხარესაც მშვილდისებრთაღიანია. შენობა გადახურულია კრამიტით. სახურავი ორფერდაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]