თელავის საცხოვრებელი სახლი (თეიმურაზ ბაგრატიონის 6)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი თელავში. მდებარეობს თეიმურაზ ბაგრატიონის ჩიხში (№ 6). განეკუთვნება XIX საუკუნის შუა ხანებს.

სახლი ერთსართულიანია, აგურის. მთელ სიგრძეზე ხის ჭვირული აივანი ჰქონდა. ძველი სტრუქტურიდან შემორჩენილია: აგურის სვეტები, კედლის ღემელი და კარ-სარკმლები - ძველი ალათებით და ხის დარაბებით. სარდაფი მაღალჭერიანია და საცხოვრებლად გამოიყენება. სახლი გადახურულია კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]