თელავის საცხოვრებელი სახლი (ე. ახვლედიანის 9)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ელენე ახვლედიანის I ჩიხში (№ 9). თარიღდება XIX საუკუნის შუა ხანებით.

დიდი ზომის, ორსართულიანი სახლი საკმაოდ სახეცვლილია. პირველი სართული მთლიანად გადაკეთებულია: ამოშენებულია და შემინული. მეორე სართულზე შემორჩენილია ხის, საკმაოდ განიერი, ძველი აივანი, რომელიც ფასადს მთელ სიგრძეზე გასდევს. აივანს მოხარატებული, ხის მოაჯირი აქვს. ხის მაღალ სვეტებს შორის ჭვირული ფრიზებია, კუთხეებში პატარა, ჭვირული აფრებით, აივანზე გამოდის ოთახების ღიობები. სახლი თუნუქითა გადახურული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]