თელავის საცხოვრებელი სახლი (ე. ახვლედიანის 12)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ელენე ახვლედიანის ქუჩაზე (№ 12), აგებულია XIX საუკუნის შუა წლებში, ეკთვნოდა ჰილდიის ვაჭარს ხიჩოევს.

სახლი ერთსართულიანია, ნაგებია აგურით. მისი ერთი ნაწილი განახლებულია თანამედროვე მასალით, რის გამოც თავდაპირველი სახე დაკარგული აქვს, მეორე ძველი ნაწილი კი, ნგრევის პირასაა მისული ქუჩის მხარეს მდიდრულად მოხარტებული, ხის ღია აივნებია. აივნის მოაჯირები, ორივე სართულზე ნაწლიობრივ შემორჩა, უფრო მეტად შემონახულია აფრები და ხის ავთენტური სახასიათო ორნამენტების მქონე კარები I სართული აგურის სწორკუთხა სვეტებით არის მოსაზღვრული კარ-ფანჯრები სწორკუთხა, სწორკუთხავე ალათებით, იგივე ხასიათის არის II სართულის ღიობების ნახატი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]