თელავის საცხოვრებელი სახლი (ბ. ჩოლოყაშვილის 59)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე (№ 59). აგებულია XIX საუკუნის ბოლო ხანებში.

სახლი ორსართულიანია. ნაშენია აგურით. პირველი სართული, რომელიც თავის დროზე სავაჭრო რიგს წარმოადგენდა, სწორკუთხა პილასტურებით სამ ნაწილადაა დაყოფილი.პილასტურებზე გადის თაღები. მათ შორის ერთში, ხის ძველი გამორჩეული სილამაზის ორი სადარბაზო კარია. დანარჩენი ორი თაღი ამოშენებულია და ორ-ორი, სწორკუთხა მოხაზულობის სარკმელია ჩასმული. მეორე სართულს მთელ სიგრძეზე გასდევს ხის გადახურული აივანი, ჭვირული მოაჯირით და ჭვირულივე ფრიზით. აივანზე გამოდის ოთხების კარ-სარკმელები, რომლებსაც პროფილირებული მოჩარჩოება აქვს. აივნის მარცხენა ნაწილი შეფიცრული და შემინული იყო.

2011-2012 წლებში სახლს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები. განახლდა ფასადის მარცხენა ნაწილი, რომელიც 1970-იან წლებში იყო დანგრეული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]