თელავის საცხოვრებელი სახლი (ბ. ჩოლოყაშვილის 52)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტქტურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე (№ 52), თარიღდება XIX საუკუნის II ნახევრით.

სახლი ორსართულიანი, საკმაოდ დიდი ზომის სახლი აგურით არის ნაშენი. ქუჩისპირა ფასადის I სართულზე სამი, მეორეზე - ორი ფანჯარა გამოდის. ფასადის ეს ნაწილი ფრონტონით გვირგვინდება, რომელიც მუქი და ღია წითელი აგურის რიგებითაა ამოყვანილი. სართულები ლავგარდინით არის გამოყოფილი. II სართულის ფანჯრების თავზე აგურითვე გამოყვანილი სანდრიკებია. კიდეებზე კედელს, მთელ სიმაღლეზე, აგურის რუსტირებული რიგები გასდევს. პირველი სართულის განაპირა, მარჯვნივ ფანჯრის თავზე ხის აივანი გამოდის, რომელიც სახლს, ეზოს მხარეს, მთელ სიგრძეზე გასდევს. აივანზე ასასვლელი კიბის უჯრედი ეზოს სიღრმეშია მოწყობილი. აივანს ხის მრგვალი სვეტები აქვს, რომლებზეც ჭვირული თაღები გადადის, მოაჯირი შეფიცრულია. აივნის კედელი ლურჯად იყო შეღებილი. მეორე სართულზე განლაგებულია სამი ანფილადური ოთახი კარ-სარკმელთა ღიობებით აივანზე გამოდის (ამჟამად აივნის ერთი კარი შეშინულია. აივანზე შემორჩენილია ხის, ძველი კარ-ფანჯარა, ბუხარი, კედლის ღუმელი და განჯინები. ერთ-ერთი ოთახის კედლებზე - მოხატულობაა. ეზოს მხარეს სახლის პირველი სართული გადაკეთებულია - ამოშენებულია და შუშაბანდებად არის ქცეული. ქუჩის მხარეს სახლს ებმის აგურით ამოყვანილი და კრამიტით გადახურული ალიყაფი, რომელშიც ხის კარია. ეზოში შემორჩენილია აგურის ძველი საჯინიბო, აქვეა ჭაც.

2011-2012 წლებში სახლს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები (პროექტის ავტორი, არქიტექტორი დ. გივიშვილი) სახლი გადახურულია კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]