თელავის საცხოვრებელი სახლი (ბ. ჩოლოყაშვილის ქუჩა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. დგას ბიძინა ჩოლოყაშვილის და ორაგუბის ქუჩების კუთხეში. აშენებულია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე.

სახლი ორსართულიანია. ნაშენია აგურით. ორივე სართულზე ორ-ორი ოთახია. შესასვლელი პირველ სართულზე, ჩოლოყაშვილის ქუჩის მხრიდანაა. სადარბაზო კარისგარდა, ამ ფასადზე კიდევ ორი სარკმელია. მარცხენა სარკმლის ქვეშ სარდაფში შესასვლელი კარია, რომელშიც აგურის რამდენიმესაფეხურიანი კიბე ჩადის. ერისთავის ქუჩის მხარეს, სახლის I სართულის ფასადზე, სამი სარკმელი გამოდის.

მეორე სართულს ხის, სვეტებიანი აივანი გასდევს, ჭვირული მოაჯირით და ჭვირულივე ფრიზით. 1988 წელს ძველი აივანი პირვანდელი სახით აღადგინეს. აივანზე გამოდის მეორე სართულის კარ-სარკმლები. ეზოს მხარეს, სახლს ეკვრის, ძველი ორსართულიანი ნაგებობა, რომელიც სახლის ძირითად კორპუსს აივნით უერთდება.

2011-2012 წლებში სახლს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები (პროექტის ავტორი, არქიტექტორი, მ. ბასილაძე)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]