შინაარსზე გადასვლა

თეიმურაზ ჭკუასელი (ბიოლოგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჭკუასელი.

თეიმურაზ ჭკუასელი (დ. 20 იანვარი, 1925, თბილისი — გ. 2007) — ქართველი ბიოლოგი, მცენარეთა ფიზიოლოგი. ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1966), პროფესორი (1971).

1974 წლიდან იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური ბოტანიკური ბაღის მცენარეთა ფიზიოლოგიური ლაბორატორიის ხელმძღვანელი. შეისწავლა ვაზის ფესვური კვების ფიზიოლოგია. აქვს გამოკვლევები ვაზის ქლოროზის საკითხებზე. სწავლობდა მცენარეთა ადაპტაციის საკითხებს თბილისის პირობებში მცენარეთა ინტროდუქციასთან დაკავშირებით.

  • 1979 — საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • ფესვური კვების ფიზიოლოგია, თბ.: „განათლება“, 1974. — 334 გვ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]