თეიმურაზ ასათიანი
იერსახე
თეიმურაზ გიორგის ძე ასათიანი (დ. 16 ივნისი, 1916, თბილისი ― გ. 2 იანვარი, 1988, იქვე) — ქართველი მოქანდაკე, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1962).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1946 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (იაკობ ნიკოლაძის კლასი). მუშაობდა სხვადასხვა ჟანრში, მაგრამ განსაკუთრებით საინტერესოა მისი პორტრეტები, რომლებშიც მთავარი ყურადღება ექცევა ადამიანის ფსიქოლოგიურ დახასიათებას. ძირითადი ნამუშევრებია: „ელექტროშემდუღებელი“ (1949, თაბაშირი, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი), „სპორტსმენი ქალი“ (1955, თაბაშირი), ალექსანდრე ჟორჟოლიანის (1951, თაბაშირი), სპარტაკ ბაღაშვილის (1956, ქვა, ორივე საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი) და სხვა პორტრეტები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 621.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 225.