შინაარსზე გადასვლა

თეთრი წყევლა (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„თეთრი წყევლა“
ჟანრი დრამა
დამდგმელი რეჟისორი ნიკოლაი კოვალსკი
სცენარის ავტორი იგორ ფიოდოროვი
კომპოზიტორი ვიქტორ ლებედევი
ოპერატორი ნიკოლაი სტროგანოვი
მხატვარი ლარისა შილოვა
სტუდია „ლენფილმი“
გამოსვლის თარიღი 1987 წ.
ხანგრძლივობა 81 წთ
ქვეყანა სსრკ
ენა რუსული

„თეთრი წყევლა“ (რუს. Белое проклятье) — საბჭოთა მხატვრული ფილმი, გადაღებული 1987 წელს კინოსტუდიაში „ლენფილმი“. რეჟისორი — ნიკოლაი კოვალსკი. ფილმი გადაღებულია ვლადიმერ სანინის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.[1]

ფილმში მოქმედება სამთო-სათხილამურო აგარაკზე ხდება იალბუზის რაიონის სოფელში. ტურისტული სეზონი ძალაშია შესული. დამსვენებლები მთიდან თხილამურებით ეშვებიან, ერთობიან და მხიარულობენ. მხოლოდ ზვავსაწინააღმდეგო სამსახურის თანამშრომლები ხედავენ მოსალოდნელ საფრთხეს მორიგი უხვი ნალექის შემდეგ. აფრთხილებენ აგარაკის უფროსობას და დამსვენებლებს, რომ ერთი შეხედვით უცოდველი თეთრი თოვლი ცხვრის ტყავში გახვეული სისხლისმსმელი ლომია. აკრძალვები მხოლოდ უკმაყოფილებას იწვევს: დამსვენებლებს არ მოსწონთ შენობაში ჩაკეტვა, უფროსობას კი უმუშევრობით გამოწვეული ზარალი აშინებს. ზვავსაწინააღმდეგო სამსახური მთელი სოფლის ევაკუაციას ითხოვს.

  • ლემბიტ ულფსაკიმაქსიმ უვაროვი, ზვავსაწინააღმდეგო სამსახურის უფროსი
  • ალექსანდრა იაკოვლევაკატია, დამსვენებელი
  • ლარისა გუზეევანადეჟდა, ექიმი
  • ვიქტორ ბიჩკოვი — სტეპან გვოზდი, ზვავსაწინააღმდეგო სამსახურის თანამშრომელი
  • იგორ დმიტრიევი — გერმანელი ტურისტი
  • გენადი ნილოვი — პეტუხოვი
  • ლიუბოვ მალინოვსკაია — ანა ფიოდორის ასული, მაქსიმის დედა
  • ვალენტინ კამერგოევი — მურადი
  • ანდრეი პავლოვეცი — ტოლია
  • ბაგანდ მაგომედოვი — ოსმანი, ამფეთქებელი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Санин В. М. — Белое проклятье: Повести . — М .: Советский писатель. 1984. — 360 с