მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თეთრი ორიქსი ან არაბული ორიქსი (ლათ. Oryx leucoryx ) — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ორიქსების ოჯახისა . საშუალო ზომის ანტილოპაა , ძალზე გრძელი, სწორი, ბოლოში უკან გადაღუნული რქებით და ფოჩებიანი კუდით.[ 1] თავის გვარში ყველაზე პატარა წევრია. გავრცელებულია არაბეთის ნახევარკუნძულის სტეპებსა და უდაბნოებში . ადრეულ 1970-იანებში თეთრი ორიქსი ბუნებაში გადაშენდა, მაგრამ შენარჩუნებული იქნა ზოოპარკებში და 1980 წელს რეინტროდუცირებული იქნა . 1986 წელს იგი შეიყვანეს წითელი წიგნის საფრთხეში მყოფი სახეობების სიიაში, 2011 წელს, ის იყო პირველი ცხოველი, რომელიც მოწყვლად სახეობებს დაუბრუნდა. თეთრი ორიქსი მოცემულია CITES -ის დანართში. 2011 წელს მისი საერთო რაოდენობა ბუნებაში 1000 ინდივიდი იყო, ხოლო ტყვეობაში 6 000-7 000. იგი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეროვნული ცხოველია.[ 2]
Silverberg, Robert (1967). The Auk, the Dodo, and the Oryx: Vanished and Vanishing Creatures. New York: Thomas Y. Crowell Company. LCCN 67002554 . L.C. Card AC 67-10476;.