შინაარსზე გადასვლა

თბომატარებელი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თბომატარებელი — თხევადი ან აიროვანი ნივთიერებაა, რომელიც გამოიყენება სითბული ენერგიის გადასაცემად. პრაქტიკაში ყველაზე ხშირად გამოიყენებენ წყალს (სითხის ან აირის სახით}, გლიცერინს, ნავთობის ზეთებს, ლითონთა ნადნობები (Sn, Pb, Na, К), ჰაერს, აზოტს (მათ შორის თხევადს), ფრეონებს და სხვა.

ყველანაირ ხელსაწყოებში/ინჟინერულ სისტემებში/და სხვა, რომლებშიც ხდება სითბოს გადაცემა/განაწილება თბომატარებლის დახმარებით, მაგალითად: შენობის გათბობის სისტება, მაცივარი, კონდიციონერი, ზეთის გამათბობელი, საქვაბე, მზის კოლექტორი, მზის წყლისგამაცხელებელი და სხვა.

თბომატარებლები მზის წყლისგამაცხელებელ სისტემებისათვის

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მზის წყლისგამაცხელებელ სისტემებში გამოიყენება სპეციალური თბოგამტარები. ძირითადი მოთხოვნები ასეთი თბომატარებლებისათვის შემდეგია: ყინვაგამძლეობა −30 °С-მდე და მდგრადობა გადახურებაზე +200 °С-მდე. ყველაზე ხშირად გამოიყენება თბომატარებლები პროპილენგლიკოლის საფუძველზე. ეს განპირობებულია პროპილენგლიკოლის არატოქსიკურობით (წარმოადგენს საკვებ დანამატს E1520). მაღალტემპერატურული ჰელიოსისტემებისათვის (300С-ზე მაღლა) გამოიყენება სპეციალური ტიპის თბომატარებლები მარილების ხსნარების, სილიკონის და ზეთის საფუძველზე.

ძირითადი პრობლება თბომატარებლის არჩევისას

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ტემპერატურის სამუშაო დიაპაზონი
    • არ არსებობს თბომატარებელი რომელიც დაფარავდა მთლიან დიაპაზონს 0-დან, ვთქვათ, 3000 კელვინამდე. ყველა სახის თბომატრებელს აქვს საკუთარი სამუშაო დიაპაზონი, რომელშიც თბომატარებელი შეიძლება იყოს ცოტა ხნის განმავლობაში მნიშვნელოვანი დეგრადაციის გარეშე. მაგრამ არსებობს ცპეციალურად შემუშავებული თერმოსითხეები გაფართოებული სამუშაო დიაპაზონით, რომელიც მიუღწევადია წყლისათვის, სილიკონური ზეთების და სხვა კლასიკური თბომატარებლისათვის.
  • თბოტევადობა
    • განსაზღვრავს თბომატარებლის რაოდენობას, რომლის გადაქაჩვაა საჭიროა დროის ერთეულში, განსაზღვრული სითბოს გადასატანად.
  • კოროზიული აქტიურობა
    • ზღუდავს ზოგიერთი თბომატარებლის გამოყენებას, აიძულებს კოროზიის ინგიბიტორის დამატებას (კლასიკური მაგალითი - გლიკოლური ანტიფრიზები ავტომანქანებისათვის), აწესებს შეზღუდვას კონსტრუქციის მასალაზე.
  • სიბლანტე
    • ირიბად ახდენს გავლენას გადატუმბვის სიჩქარეზე, მილსადენებში დანაკარგებზე, თბოგადაცემის კოეფიციენტზე სითბოს გამცვლელებში. შეუძლია იცვლებოდეს ძალიან ფართო საზღვრებში ტემპერატურის ცვლილებების დროს.
  • წაცხების უნარი
    • აწესებს შეზღუდვას კონსტრუქციაზე, ცირკულაციური ტუმბოს და სხვა მექანიზმების მასალაზე, რომლებიც ეხებიან თბომატარებელს.
  • უსაფრთხოება
  • ჩეჩეტკინი ა. ვ.. მაღალტემპერატურული თბომატარებლები, 3 გამოც., მ.. 1971.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თბომატარებელი“-დან