თბილისის შერიგების ლუთერანული ეკლესია
იერსახე
| თბილისის შერიგების ლუთერანული ეკლესია Versöhnungskirche | |
|---|---|
|
| |
![]() | |
| ძირითადი ინფორმაცია | |
| გეოგრაფიული კოორდინატები | 41°42′36″ ჩ. გ. 44°48′23″ ა. გ. / 41.710028° ჩ. გ. 44.806611° ა. გ. |
| რელიგიური წევრობა | ლუთერანობა |
| ქვეყანა |
|
| კურთხევის წელი | 1995 წ |
| სტატუსი | მოქმედი |
| ხუროთმოძღვრების აღწერა | |
| ხუროთმოძღვარი | გივი მეტრეველი[1] |
| ხუროთმოძღვრული ტიპი | სატაძრო |
| ხუროთმოძღვრული სტილი | თანამედროვე |
| თბილისის შერიგების ლუთერანული ეკლესია | |
თბილისის შერიგების ევანგელურ-ლუთერანული ეკლესია (გერმ. Versöhnungskirche in Tiflis) — თბილისში მდებარე ერთადერთი მოქმედი ლუთერანული ეკლესია და საქართველოში ლუთერანული ეკლესიის ცენტრი. მდებარეობს მტკვრის მარცხენა მხარეს, ჩუღურეთის რაიონში, ახლანდ. ტერენტი გრანელის ქუჩაზე, ლუთერანთა ძველი სასაფლაოს ტერიტორიაზე, კომპლექსი აშენებულია 1996–1997 წლებში (არქიტექტორები: უ. კრეპტი, გივი მეტრეველი).[1]
ეკლესიასთან ფუნქციონირებს ასევე გერმანული თემის სახლი. საკრალურ დარბაზს შენობის საზოგადოებრივ და საცხოვრებელ ნაწილებთან აერთიანებს ორსართულიანი ვესტიბიული. ეკლესიის ტერიტორია კეთილმოწყობილია, ხეივნის დასაწყისში აგებულია საქართველოში მცხოვრები გერმანელი კოლონისტების ხსოვნის მემორიალი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 სტუდია 2 // საქართველოს არქიტექტურა & თანამედროვე ქართველი არქიტექტორები დაარქივებული 2013-07-30 საიტზე Wayback Machine. / ნ. ლაღიძე. - თბ., 2009. - გვ.306-319. ISBN 978-9941-0-0938-9; ISSN 1987-8311
