თბილისის ტროლეიბუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ტროლეიბუსი Škoda 14Tr თბილისში
ტროლეიბუსი Škoda 14Tr თბილისში

თბილისის ტროლეიბუსი — დახურული ტროლეიბუსის სისტემა თბილისში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტროლეიბუსმა თბილისში ფუნქციონირება დაიწყო 1937 წლის 30 მარტს. პირველი ხაზი მიემართებოდა დინამოს სტადიონიდან პლეხანოვის გამზირის გავლით მარქსის მოედნამდე. 1938 წელს ტროლეიბუსის ხაზი ამოქმედდა რუსთაველის გამზირზე. თავდაპირველად გამოიყენებოდა საბჭოთა, იაროსლავლის ქარხნის მოდელები. 1955 წლიდან შემოიტანეს ჩეხური „შკოდას“ ტროლეიბუსები. მან მაქსიმალურ ზომას მიაღწია 1986 წელს. ამ მომენტისთვის ქალაქში მოქმედებდა ტროლეიბუსის 21 ხაზი, სიგრძით 215 კმ და 225 ტროლეიბუსით. 1955-1990 წლებში ტროლეიბუსს წლიურად 53 მილიონი მგზავრი გადაჰყავდა, 1997 წელს კი მხოლოდ 15 მილიონი. 1999 წლიდან თბილისმა ათენიდან მიიღო 37 მეორადი ტროლეიბუსი ЗиУ-9. თბილისის ტროლეიბუსის უკანასკნელი 4 მარშრუტი ლიკვიდირებულ იქნა 2006 წლის 4 დეკემბერს.

დეპოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისის ტროლეიბუსის პირველი დეპო შეიქმნა ტრამვაის №1 დეპოს (დეპო „მუშთაიდი“) ტერიტორიაზე, მის ტრამვაი-ტროლეიბუსების შეთავსებულ დეპოდ გადაკეთებით, 1937 წელს. მოგვიანებით ასევე მოხდა ტრამვაის №2 დეპოს (დეპო „ისანი“) ანალოგიურად გადაკეთება შეთავსებულ დეპოდ. 1986 წელს თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსების №1 შეთავსებული დეპო თევდორე მღვდლის ქუჩაზე (იგივე დეპო „მუშთაიდი“, დინამოს სტადიონთან ახლოს) გაუქმდა და მის ნაცვლად გაიხსნა ტრამვაის №1 დეპო ავჭალაში, ხოლო ტროლეიბუსების №1 დეპო ქავთარაძის ქუჩაზე. ტროლეიბუსების ორივე დეპო გაუქმდა ერთდროულად, სისტემის გაუქმებასთან ერთად 2006 წლის 4 დეკემბერს.

საქართველოს ტროლეიბუსის სისტემების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მახარაძე ნ., სარალიძე ა., „თბილისის საქალაქო ტრანსპორტის განვითარების ისტორიიდან“, „ტფილისის ჰამქარი“, 2012. — გვ. 14-15.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]