ოზურგეთის ტროლეიბუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ოზურგეთის ტროლეიბუსი — გაუქმებული ტროლეიბუსის სისტემა, რომელიც მოქმედებდა 1980-2006 წლებში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოზურგეთში ტროლეიბუსის სისტემა 1980 წლის 29 ნოემბერს გაიხსნა. თავდაპირველად ექსპლუატაციაში იყო რუსული ЗиУ-9 და ჩეხოსლოვაკიური Škoda 14Tr მოდელის ტროლეიბუსები. ოზურგეთის ტროლეიბუსის სისტემამ თავისი განვითარების პიკს 1990 წელს მიაღწია, როცა 4 მარშრუტზე ექსპლუატაციაში იყო 22 ტროლეიბუსი. ტროლეიბუსის დეპო ქალაქში არ ყოფილა, ამ ფუნქციას ასრულებდა ბოლო გაჩერება დვაბზუ სადაც იყო ტექდათვალიერების ორმო, მწყობრიდან გამოსული მოძრავი შემადგენლობის სადგომი და ინსტრუმენტებისა და ნაწილების შესანახი სათავსო.

სსრკ-ს დაშლამ და სამოქალაქო ომებმა ოზურგეთის ტროლეიბუსზეც იქონია გავლენა. 1992-1993 წლებში ტროლეიბუსის მოძრაობა შეწყდა და 1994 წელს კვლავ განახლდა, თუმცა მხოლოდ ორ მარშრუტზე: № 1 და № 4. მარაგნაწილების არქონის გამო მოძრავი შემადგენლობის რიცხვმა მკვეთრად იკლო, უფრო ცუდ მდგომარეობაში მყოფი ტროლეიბუსები ჩამოწერეს და მათი ნაწილები სხვა ტროლეიბუსებისთვის გამოიყენებს. 2003 წელს ფოთისგან იყიდეს 1 ტროლეიბუსი Škoda 9Tr. მდგომარეობა არც ვარდების რევოლუციის შემდეგ გაუმჯობესებულა რაც 2006 წლის შემოდგომაზე ტროლეიბუსის სისტემის დახურვით დასრულდა. მოძრავი შემადგენლობა ჯართად გაიყიდა და ამჟამად ტროლეიბუსის ნაკვალევი მხოლოდ დვაბზუში და ლიხაურშია შემორჩენილი, მოსაბრუნებელი მარყუჟების ადგილზე.

მარშრუტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • № 1 — სოფელ დვაბზუს საკონსერვო ქარხნიდან საქალაქო საავადმყოფომდე.
  • № 2 — ბაზრიდან სოფელ ლიხაურამდე.
  • № 3 — რკინიგზის სადგურიდან კოსტავას ქუჩის ბოლომდე
  • № 4 — წრიული მარშრუტი ქალაქის ცენტრში.

საქართველოს ტროლეიბუსის სისტემების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]