ბათუმის ტროლეიბუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ბათუმის ქუჩებში პირველი ტროლეიბუსები 1978 წლის 6 ნოემბერს გამოჩნდა. ქსელი თან და თან ფართოვდებოდა და მაქსიმალურ სიდიდეს 1985 წელს მიაღწია, როცა მოქმედებთა 3 მარშრუტი 41 კმ სიგრძით და 41 მოძრავი ერთეულით. 1993 წელს გაუქმდა №3 ხაზი. 2002 წელს ასევე გაუქმდა №1 მარშრუტი, ხოლო 2005 წელს გაუქმდა ხაზი №2, რითაც ბათუმის ტროლეიბუსმა არსებობა შეწყვიტა.

მოძრავი შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბათუმში ექსპლუატაციაში იყო რუსული წარმოების ტროლეიბუსები ЗиУ-682 (დაახლ. 60 ცალი), ჩეხოსლოვაკიური Škoda 9Tr (მიღებულ იქნა 16 ცალი) და Škoda 14Tr (ორიცალი, რომლებიც შეისყიდეს 1980-იანი წლების ბოლოს). 1985 წელს ბათუმმა თბილისისგან მიიღო 6 ცალი მეორადი ტროლეიბუსი Škoda 9Tr. 2003 წელს ბათუმის ტროლეიბუსის მოძრავ შემადგენლობას წარმოადგენდა 2 Škoda 9Tr, 3 ЗиУ-682 და 2 უმოქმედო Škoda 14Tr.

საქართველოს ტროლეიბუსის სისტემების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • KLEMENT, Radim. Konec trolejbusů v Gruzii. Československý dopravák. 2010, roč. IX., čís. 4, s. 40–44.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]