შინაარსზე გადასვლა

თბილისის კონტრტერორისტული სპეცოპერაცია (2017)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თბილისის კონტრტერორისტული სპეცოპერაცია
თარიღი 21—22 ნოემბერი, 2017
მდებარეობა გაბრიელ სალოსის ქუჩა №46, ისნის რაიონი, თბილისი, საქართველო
მხარეები
საქართველოს დროშა საქართველო განუსაზღვრელი
მეთაურები
გიორგი გახარია აჰმედ ჩატაევი
ძალები
განუსაზღვრელი 4
დანაკარგები
1 დაღუპული, 4 დაჭრილი 3 დაღუპული, 1 დაკავებული

თბილისის კონტრტერორისტული სპეცოპერაცია (2017)საქართველოში, კერძოდ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაცია, რომლის მთავარი მიზანი უკანონოდ შეიარაღებული დაჯგუფების განეიტრალება იყო. სპეცოპერაცია 17 საათი გაგრძელდა.

სპეცოპერაციის მიმდინარებისას დააკავეს ერთი ადამიანი, სამი ტერორისტი მოკლეს. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში დადასტურდა „ისლამური სახელმწიფოს“ ჩეჩენი ლიდერის, აჰმედ ჩატაევის სიკვდილი. გავრცელებული ვერსიით, მან სპეცოპერაციის მსვლელობისას თავი აიფეთქა.

სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებისას ერთი სპეცრაზმელი, ვანო გოლოშვილი დაიღუპა. ოთხი სამართალდამცველი დაიჭრა.[1] [2]