შინაარსზე გადასვლა

თბილისის დემონსტრაციები (1978)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან თბილისის დემონსტრაციები 1978)

1978 წლის 14 აპრილის დემონსტრაციები თბილისში — საპროტესტო გამოსვლები თბილისში საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ.

1977 წელს, ახალი საბჭოთა კონსტიტუციის მიღების შემდეგ, საქართველოს სსრ უმაღლესმა საბჭომ შეიმუშავა კონსტიტუციის გეგმა, რომელშიც 1936 წლის კონსტიტუციისგან განსხვავებით, ქართული სახელმწიფო ენად უკვე აღარ იყო გამოცხადებული. ამ ინიციატივას საპროტესტო აქციების მთელი სერია მოჰყვა, რომლის შედეგადაც, გარდაუვალი გახდა შეტაკება ათასობით მომიტინგესა და საბჭოთა მთავრობას შორის. კრიზისის განმუხტვა შესაძლებელი გახდა ედუარდ შევარდნაძის მიერ მოსკოვის ცენტრალური ხელისუფლების ავტორიტეტებთან მოლაპარაკებით, რომლის შედეგად, ახალ კონსტიტუციაში ქართული ენის ყოფილი სტატუსის შენარჩუნების ნებართვა მიიღეს.

საბჭოთა კავშირის ცენტრალური მთავრობის ამ უჩვეულო დათმობამ თბილისში ემოციები დააცხრო, თუმცა დაძაბულობა გამოიწვია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში, სადაც აფხაზმა კომუნისტურმა ელიტამ ეს ნაბიჯი ქართული ნაციონალიზმის წინაშე კაპიტულაციად შერაცხა და მოითხოვა ავტონომიის საქართველოდან რუსეთის ფედერაციის დაქვემდებარებაში გადატანა. ეს მოთხოვნა უარყვეს, თუმცა რამდენიმე პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური საკითხი დათმეს.

1988 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა „ქართული ენის სახელმწიფო პროგრამის პროექტი“ (დამტკიცდა 1989 წლის აგვისტოში), რომელიც ითვალისწინებდა ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვას.

ამ მოვლენების აღსანიშნავად, 1990 წლიდან 14 აპრილი საქართველოში დედაენის დღედ აღინიშნება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]