შინაარსზე გადასვლა

მირზა ალი აბასოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მირზა ალი აბასოვი
დაბადების თარიღი 1874
გარდაცვალების თარიღი 3 ნოემბერი, 1943
თბილისი
საქმიანობა მსახიობი

მირზა ალი აბასოვი (დ. 1874, ტიფლისი — გ. 3 ნოემბერი, 1943, თბილისი) — საბჭოთა, აზერბაიჯანელი მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1924).[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მირზა ალი აბასოვი დაიბადა 1874 წელს ტიფლისში, აზერბაიჯანულ ოჯახში. სასცენო კარიერა 1898 წელს დაიწყო. ფარაშის როლი ითამაშა მირზა ფათალი ახუნდოვის „ლანკარანის სახანოს ვეზირის თავგადასავალში“. თბილისის აზერბაიჯანული თეატრის დასში 1916 წლიდან იყო წამყვანი მსახიობი და რეჟისორი. უმეტესად თამაშობდა ტრაგიკულ როლებს: ოტელო (შექსპირის „ოტელო“), ფრანცი (შილერის „ყაჩაღები“ და სხვა). თავადაც იყო რამდენიმე პიესის ავტორი.

გარდაიცვალა თბილისში 1943 წელს. დაკრძალულია თბილისში, მუსულმანურ სასაფლაოზე.

ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Аббасов, Мирза Али", Театральная энциклопедия - Советская энциклопедия, I: 329–330, 1965