თარგი:დღის სტატია:12-27
იერსახე
მსოფლიო ბანკი — საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია, რომლის შექმნის მიზანიც განვითარებადი ქვეყნების ფინანსური და ტექნიკური დახმარებაა. თავისი განვითარების ისტორიის განმავლობაში ბანკმა განიცადა სხვადასხვა სტრუქტურული ცვლილება, ამიტომ ტერმინ მსოფლიო ბანკის ქვეშ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ორგანიზაციები მოიაზრებოდა. თავდაპირველად მსოფლიო ბანკი ასოცირდებოდა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან, რომლის მიზანიც დასავლეთ ევროპისა და იაპონიისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ფინანსური დახმარება იყო. ხოლო, მოგვიანებით, 1960 წელს შეიქმნა განვითარების საერთაშორისო ასოციაცია, რომელმაც მსოფლიო ბანკის ფუნქციების ნაწილი იტვირთა.