თარგი:დღის სტატია:07-4

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რადიო თავისუფლება
რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება (ინგლ. Radio Free Europe/Radio Liberty (RFE/RL)) — აშშ-ის კონგრესის მიერ დაარსებული და დაფინანსებული რადიოსადგური, რომელიც მაუწყებლობს ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება გადასცემს ახალ ამბებსა და ანალიტიკურ გადაცემებს იმ ქვეყნებში, სადაც „ინფორმაციის მიღების თავისუფლება სრულად არაა უზრუნველყოფილი, ან შეზღუდულია მთავრობის მიერ“.