თარგი:დღის მოვლენები:10-24

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შარტრის ღვთისმშობლის ტაძარი
  • 1260 : შარტრის ღვთისმშობლის ტაძარი (სურათზე) გაიხსნა საფრანგეთის მეფე ლუი IX-ის თანდასწრებით.
  • 1648 : ვესტფალიის ზავით, რომელმაც ოცდაათწლიანი ომი დაასრულა, აღიარეს ნიდერლანდების რესპუბლიკა და შვეიცარიის კონფედერაცია.
  • 1795 : პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა დაინაწილეს ავსტრიამ, პრუსიამ და რუსეთმა.
  • 1857 : მსოფლიოს პირველი საფეხბურთო კლუბი „შეფილდი“ დაარსდა ინგლისში.
  • 1861 : აშშ-ში პირველი ტრანსკონტინენტური ტელეგრაფის ხაზი გაიყვანეს, რომელმაც პონი-ექსპრესი შეცვალა.
  • 1929 : შავ ხუთშაბათს ნიუ-იორკის საქციო ბირჟამ სრული კრახი განიცადა.
  • 1945 : გაეროს დაარსების დღე.
  • 2003 : კონკორდის ბოლო კომერციული რეისი განხორციელდა.