თარგი:დღის მოვლენები:07-18
იერსახე

- 64 : მძვინვარე ხანძარმა რომში თოთხმეტი უბნიდან ოთხი გაანადგურა და შვიდი ძლიერ დააზიანა.
- 1536 : რომის პაპის ავტორიტეტი გაუქმდა ინგლისში.
- 1872 : ბრიტანეთში არჩევნები შემოიღეს ფარული კენჭისყრის მეთოდით.
- 1898 : მარი და პიერ კიური ახალი ელემენტის — პოლონიუმის — აღმოჩენას აცხადებენ.
- 1925 : ჰიტლერმა გამოსცა წიგნი „ჩემი ბრძოლა“.
- 1936 : დაიწყო პირველი სსრკ-ის საფეხბურთო თასის გათამაშება.
- 1974 : პოლონეთის სოფელ კონსტანტინოვში აღიმართა მსოფლიოში ყველაზე მაღალი ნაგებობა — 646,38 მ ვარშავის რადიოანძა (სურათზე; დაინგრა 1991 წ.).