შინაარსზე გადასვლა

ვარშავის რადიოანძა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვარშავის რადიოანძა

ვარშავის რადიოანძა — ყველაზე მაღალი სტრუქტურული ნაგებობა იყო დედამიწაზე, რომელიც კი ოდესმე ადამიანს შეუქმნია (1991 წელს დანგრევამდე).[1] მდებარეობდა ქ. კონსტანტინოვთან, პოლონეთში.

რადიოანძის პროექტი სიმაღლით 646.30 მეტრი შეიმუშავა ინჟინერმა იან პოლაკმა გრძელ ტალღაზე რადიომაუწყებლობისთვის პოლონეთისა და ევროპის ტერიტორიაზე. მშენებლობა ქალაქ კონსტანტინოვთან დაიწყო 1969 წლის 5 ივლისს[2] და დასრულდა 1974 წლის 18 მაისს. რადიოანძამ ფუნცქიონირება დაიწყო იმავე წლის 22 ივლისს.[3] ექსპლუატაციას უწევდა ვარშავის სახელმწიფო ტელერადიოკომპანია რადიოს პირველი არხის მაუწყებლობისთვის სიხშირეზე 225 კილოჰერცი. ორმაჩტიანი გადამცემის სიგნალის დაჭერა შესაძლებელი იყო ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში და ჩრდილოეთ ამერიკაშიც. კონსტრუქციის საერთო წონა შეადგენდა 420 ტონას.[1] კონსტრუქციის წონასწორობას იჭერდა 15 დამჭიმი დამაგრებული 5 დონეზე.

1991 წლის 8 აგვისტოს დამჭიმის გაუმართაობის გამო დაინგრა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Kohlstedt, Kurt (April 18, 2016). „Unheard Of: The Catastrophic Collapse of the World's Tallest Tower - 99% Invisible“. 99% Invisible (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-05-26.
  2. Marian Siedlarek about the lift on the mast in Konstantynów Polish.
  3. Andruszkiewicz, Wojciech. (January 21, 2006) Maszt Radiowy w Konstantynowie (Gąbin, Polska) - najwyższa budowla na świecie Polish. Wojciech Andruszkiewicz. ციტირების თარიღი: 2021-04-12