თარგი:დღის მოვლენები:06-22
იერსახე

- ძვ. წ. 217 : რაფიის ბრძოლა — ეგვიპტის მეფე პტოლემეოს IV-მ (სურათზე) ანტიოქე III დიდი დაამარცხა.
- ძვ. წ. 168 : პიდნის ბრძოლა — რომაელებმა ლუციუს ემილიუს პაულუსის მეთაურობით მაკედონელები დაამარცხეს და მათი მეფე პერსევსი შეიპყრეს, რითაც მესამე მაკედონური ომი დასრულდა.
- 1812 : ნაპოლეონის ომები — ნაპოლეონი რუსეთში შეიჭრა.
- 1889 : გერმანიამ პირველად ევროპაში შემოიღო პენსია ხანშიშესულთათვის.
- 1941 : ოპერაცია ბარბაროსა : გერმანიის ჯარი სსრკ-ს დაესხა თავს, პარალელურად ლიეტუვის იატაკქვეშა მთავრობამ საბჭოთა კავშირისგან ლიტვის განთავისუფლებისთვის აჯანყება დაიწყო.
- 1978 : ჯუჯა პლანეტა პლუტონის თანამგზავრი ქარონი აღმოაჩინეს.
- 1986 : არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ საუკუნის გოლი გაიტანა ინგლისელების კარში, მეხიკოში გამართულ ფიფას მსოფლიო თასის გათამაშებაში.