თარგი:დღის მოვლენები:05-28
იერსახე

- ძვ. წ. 585 : მზის დაბნელება, რომელიც ბერძენმა ფილოსოფოსმა თალესმა იწინასწარმეტყველა. კარდინალური თარიღი, რომლის მიხედვით სხვა ისტორიული თარიღების დადგენა გახდა შესაძლებელი.
- 1588 : ესპანური არმადა, 130 ხომალდითა და 30 000 მებრძოლით, ლისაბონიდან ინგლისის არხისკენ დაიძრა.
- 1905 : რუსეთ-იაპონიის ომი: ცუსიმის ბრძოლაში იაპონიის იმპერიულმა ფლოტმა ადმირალი ტოგო ჰეიჰაჩიროს (სურათზე) მეთაურობით რუსეთის ბალტიის ფლოტი გაანადგურა.
- 1918 : სომხეთისა და აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკები ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკისგან დამოუკიდებლობას აცხადებენ.
- 1964 : შეიქმნა პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაცია.