თარგი:დღის მოვლენები:05-23
იერსახე

- 1430 : კომპიენის გასათავისუფლებლად ჯარით მიმართული ჟანა დ’არკი ბურგუნდიელებმა ტყვედ აიყვანეს.
- 1805 : ნაპოლეონ ბონაპარტი იტალიის მეფედ აკურთხეს მილანის საკათედრო ტაძარში.
- 1846 : მექსიკამ ამერიკას ომი გამოუცხადა.
- 1911 : ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკა გაიხსნა.
- 1929 : მიკი მაუსის (სურათზე) პირველი ხმოვანი მულტფილმი "Karnival Kid" გამოვიდა.
- 1945 : მეორე მსოფლიო ომი: სს-ის მეთაურმა ჰაინრიხ ჰიმლერმა მოკავშირეების ტყვეობაში თავი მოიკლა.
- 1992 : რუსეთმა, უკრაინამ, ბელარუსმა და ყაზახეთმა ხელი მოაწერეს ლისაბონის ოქმს სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვაზე.
- 1997 : მოჰამედ ხათამი ირანის პრეზიდენტად აირჩიეს.