თარგი:არქიტექტურა/შესავალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არქიტექტურა (კლასიკ. ბერძ. αρχή — ვიწყებ, τέχνη — ხელოსნობას) — შენობა-ნაგებობათა დაპროექტებისა და დიზაინის ხელოვნება და მეცნიერება. უფრო ვრცელი გაგებით არქიტექტურა ასევე მოიცავს მთელი სამშენებლო კომპლექსისა და მისი გარემოს დიზაინს, ანუ მაკრო დონიდან — ურბანული დაგეგმარება, ურბანული დიზაინი და პანორამული არქიტექტურა, მიკრო დონემდე — ინტერიერისა და ავეჯის შექმნის ჩათვლით.