თან შვე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თან შვე
თან შვე
მიანმარის კავშირის მშვიდობისა და განვითარების სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 აპრილი, 1992 – 30 მარტი, 2011
წინამორბედისო მაუნგი
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 აპრილი, 1992 – 25 აგვისტო, 2003
წინამორბედისო მაუნგი
მემკვიდრეკჰინ ნიუნი

დაბადებული2 თებერვალი, 1933
მანდალაის ოლქი, ბრიტანეთის ბირმა
მეუღლედო ჩჟაინ ჩაჟაინი
პროფესიასამხედრო
რელიგიაბუდიზმი

გენერალისიმუსი თან შვე (ბირმ. သန်းရွှေ; დ. 2 თებერვალი, 1933, მანდალაის ოლქი, ბრიტანეთის ბირმა) — მიანმარის სამხედრო დიქტატორი 1992 წლის 23 აპრილიდან 2011 წლის 30 მარტამდე. სამხედრო ხუნტის თავმჯდომარე, რომელიც 1997 წლის 15 ნოემბრიდან ატარებდა სახელს მიანმარის კავშირის მშვიდობისა და განვითარების სახელმწიფო საბჭო. ეკავა სახელმწიფო საბჭოს თავჯდომარის თანამდებობა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თან შვე დაიბადა ღარიბ ოჯახში, მუშაობდა ფოსტაში. 1953 წელს აჯანყებულებთან და სეპარატისტებღთან საბრძოლველად გაწვევის მიზნით ჩაირიცხა ოფიცრების სასწავლო სკოლაში, რომელიც მან დაამთავრა 1954 წელს.

დიდი ხნის განმავლობაში იგი მუშაობდა კარენების წინააღმდეგ ბრძოლის ფრონტზე სამხედრო მოქმედებების ფსიქოლოგიის განყოფილებაში. 1962 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ, რომელიც ორგანიზებული იყო გენერალ ნე ვინის მიერ, მისი კარიერა სწრაფად იწყებს ზრდას. 1985 წელს იგი გახდა ბრიგადის გენერალი, 1986 წელს — გენერალ-მაიორი. 1988 წელს იგი შევიდა ბირმის სოციალისტური პროგრამის პარტიის აღმასრულებელ კომიტეტში, გენერალ ნე ვინთან.

1988 წლის 21 სექტემბერს იგი სამხედრო ხუნტის იმ 21 წევრს შორის იყო, რომელსაც ეწოდა კანონიერებისა და კანონის წესრიგის აღდგენის სახელმწიფო საბჭო, ხუნტას ხელმძღვანელობდა სო მაუნგი. იგი გახდა სო მაუნგის პირველი მრჩეველი, რომელიც თანამდებობიდან გადადგა 1992 წლის 23 აპრილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. ამის შემდეგ თან შვე გახდა კანონიერებისა და კანონის წესრიგის აღდგენის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე. იგი ასევე გახდა პრემიერ-მინისტრი, სამხედრო მინისტრი და უმაღლესი მთავარსარდალი.

თავდაპირველად თან შვე ატარებდა ლიბერალურ პოლიტიკას, როგორც მისი წინამორბედები. მან გაათავისუფლა პოლიტიკური პატიმრები და შეარბილა ზომები ოპოზიციური პარტიის ეროვნული ლიგა დემოკრატიისათვის ლიდერის აუნ სან სუ ჩის წინააღმდეგ, რომელიც 1989 წლის ივლისიდან შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.

1993 წელს, 1990 წლის წაგებული არჩევნების საპასუხოდ, ახალი კონსტიტუციის მოსამზადებლად მოიწვია ეროვნული საკონსტიტუციო კონფერენცია. თან შვემ შეარბილა კონტროლი სახელმწიფო ეკონომიკაზე და დაიწყო მიანმარის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაში გაწევრიანებისკენ, რომელიც 1997 წელს მოხდა. ამ პერიოდის განმავლობაში, მან თანამდებობიდან გაათავისუფლა მინისტრების დიდი რაოდენობა კორუფციის გამო. პირველად, თან შვემა ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორიცაა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი და „ამნეტი ინტერნეიშენალი“, მიანმარში შესვლის საშუალება მისცა.

ამავე დროს აგრძელებდა ეროვნული უმცირესობების დევნას. მან დაიწყო კერენებისა და შანების დევნა. მისი ხელმძღვანელობით დაიწყო როჰინჯის მაჰმადიანი ხალხის დევნის კამპანია, რის შედეგადაც ბანგლადეშში 250 000 ადამიანი გაიქცა. ახალი კონსტიტუცია ვერ მიიღეს, რადგან 1995 წელს ეროვნული საკონსტიტუციო კონფერენცია დაიშალა, რომელიც კვლავ მოიწვიეს 2004-2005 წლებში. 2003 წელს კვლავ დააპატიმრეს აუნ სან სუ ჩი.

2003 წლის 25 აგვისტოს გადადგა პრემიერ-მინისტრობიდან, მაგრამ 2011 წლამდე ეკავა მნიშვნელოვანი თანამდებობები. ამჟამად მიანმარის ხელისუფლებაში ერთმანეთს უპირისპირდება თან შვესა და ხუნტის თავჯდომარის მოადგილის მაუნ აეს კლანები. 2011 წელს გადადგა ყველა თანამდებობიდან. მისი მემკვიდრეები იყვნენ თეინ სეინი, როგორც მიანმარის პრეზიდენტი და მინ აუნ ჰლაინი, როგორც შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]