სო მაუნგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სო მაუნგი
მიანმარის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
8 აგვისტო, 1988 – 23 აპრილი, 1992
წინამორბედიმაუნგ მაუნგ კჰა
მემკვიდრეთან შვე

მიანმარის საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1988 – 1991
წინამორბედიე მაუნი
მემკვიდრეუნ ჩჟო

დაბადებული31 დეკემბერი, 1928
მანდალაი, ბრიტანეთის ბირმა
გარდაცვლილი24 ივლისი, 1997
იანგონი, მიანმარი
პროფესიასამხედრო

გენერალისიმუსი სო მაუნგი (ბირმ. စောမောင်; დ. 31 დეკემბერი, 1928, მანდალაი, ბრიტანეთის ბირმა — გ. 24 ივლისი, 1997, იანგონი, მიანმარი) — მიანმარის სამხედრო დიქტატორი 1988 წლის 8 აგვისტოდან 1992 წლის 22 აპრილამდე. სამხედრო ხუნტის თავმჯდომარე. მიანმარის საგარეო საქმეთა მინისტრი 1988-1991 წლებში. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადადგა თანამდებობიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სო მაუნგი დაიბადა 1928 წლის 31 დეკემბერს ქალაქ მანდალაიში, ზემო ბირმაში. 1949 წელს შეუერთდა არმიას და გაწევრიანდა მეოთხე მსროლელ ელიტურ პოლკში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ნე ვინი. მოგვიანებით ნე ვინი განაგრძობდა ახალგაზრდა ოფიცრის მფრაველობას. 1962 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, რომლის შედეგადაც ნე ვინი ხელისუფლებაში მოვიდა, სო მაუნგი ბატალიონის მეთაური გახდა. 1975-1976 წლებში ხელმძღვანელობდა ადგილობრივი ტომების იატაქვეშა მოძრაობისა და აჯანყების ჩახშობას ტალიანდის საზღვართან. 1976 წელს მან თავი გამოიჩინა და აღკვეთა სამხედრო გადატრიელების სამხედრო გადატრიელება. 1985 წლიდან კი თავდაცვის მინისტრის მოადგილეა[1].

1988 წელს ნე ვინმა აჯანყება 8888-ის შედეგად ნე ვინმა ხელისუფლება გადააბარა სეინ ლვინს, რომლის მთავრობაშიც სო მაუნგმა დაიკავა თავდაცვის მინისტრის თანამდებობა. ახალი რეჟიმის წინააღმდეგ სახალხო მღელვარების გამო 1988 წლის აგვისტოში სეინ ლვინი გადადგა ბირმის პრეზიდენტის თანამდებობიდან მაუნგ მაუნგის სასარგებლოდ. ამ ნაბიჯმა ვერ დააკმაყოფილა მომიტინგეები და 1988 წლის 18 სექტემბერს ქვეყანაში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, მშვიდობისა და განვითარების სახელმწიფო საბჭოს სათავეში ჩაუდგა სო მაუნგი, რომელმაც შეაჩერა კონსტიტუციის მოქმედება. 21 სექტემბერს ხუნტამ კონტროლი დაამყარა მთელს ქვეყანაზე, ოქტომბერში სტუდენტთა დემონსტრაციები დაიშალა. გადატრიალების სულის ჩამდგმელი იყო ყოფილი ლიდერი ნე ვინი, რომელიც მოგვიანებით ძლიერ გავლენას ახდენდა სო მაუნგის რეჟიმზე[1].

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სო მაუნგმა, მმართველი ხუნტის ყველაზე კონსერვატიული წევრების წინააღმდეგობის მიუხედავად განაცხადა, რომ აპირებს მრავალპარტიული არჩევნების ჩატარებას. არჩევნებში, რომელიც გაიმართა 1990 წელს, წარმატებას მიაღწია პარტიამ ეროვნული ლიგა დემოკრატიისათვის, რომელსაც აუნ სან სუ ჩი ხელმძღვანელობდა. მან მოიპოვა ხმების 80% (392 ადგილი 447-დან), მაგრამ ხუნტამ უარყო არჩევნების შედეგები და აუნ სან სუ ჩი შინაპატიმრობის რეჟიმში გადაიყვანა[1].

1992 წლის აპრილში სო მაუნგი გადადგა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. ახალი ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით სო მაუნგს ნერვული შეტევა ჰქონდა, რის გამოც მას ერთ-ერთი ბირმელი მონარქის რეინკარნაცია ეგონა საკუთარი თავი. ხუნტას სათვეში ჩაუდგა თან შვე[1].

გადადგომის შემდეგ ცხოვრობდა მარტოობაში. სო მაუნგი გარდაიცვალა გულის შეტევის შედეგად 1997 წლის 24 ივლისს[1].

იყო დაოჯახებული დაუ აიე იეეზე, რომელიც გარდაიცვალა 2004 წლის 25 დეკემბერს და მასთან ჰყავდა სამი შვილი (ორი ბიჭი და ერთი გოგო) და სამი შვილიშვილი. უყვარდა გოლფის თამაში. აღმსარებლობით იყო ბუდიზმის მიმდევარი[1].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 „Saw Maung Is Dead at 68; Led a Brutal Burmese Coup“. The New York Times. 27 July 1997.