თანამედროვე ხელოვნების ეროვნული მუზეუმი (პარიზი)
თანამედროვე ხელოვნების ეროვნული მუზეუმი (პარიზი) (Musée National d'Art Moderne) — XX საუკუნის დასაწყისში ევროპისა და ამერიკის სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი უდიდესი მუზეუმი. გაიხსნა 1947 წელს. განთავსებულია პომპიდუს ცენტრში.
მუზეუმში განსაკუთრებით ფართოდაა წარმოდგენილი ფოვიზმი (ანრი მატისი, რაულ დიუფი), კუბიზმი (პაბლო პიკასო, ჟორჟ ბრაქი), სიურრეალიზმი (სალვადორ დალი), აბსტრაქციონიზმი (ვასილი კანდინსკის, რ. დელონეს, ა. მანესიეს, პ. სულაჟის, ჟ. მატიეს ფერწერა; ა. კოლდერის ქანადაკება), კონსტრუქტივიზმი (ნ. გაბოსა და ა. პევზნერის ქანდაკება), აგრეთვე მოქანდაკე ო. ცადკინის, ფერმწერთა ჟ. რუისა და ა. მოდილიანის შემოქმედება.
გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რობერ დელონე, Paysage au disque, 1906
ვასილი კანდინსკი, უცხო ხმისკენ, 1916
თეო ვან დუსბურგი, წმინდა ხატვა, 1920
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 202.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ონლაინ კოლექცია დაარქივებული 2012-02-17 საიტზე Wayback Machine.
- Official მუზეუმის გვერდი დაარქივებული 2012-01-14 საიტზე Wayback Machine.
- მუზეუმის ოფიციალური გვერდი
- მუზეუმის პროვინციალური ფილიალის ოფიციალური გვერდი დაარქივებული 2020-11-28 საიტზე Wayback Machine.