შინაარსზე გადასვლა

თანამედროვე ხელოვნების ეროვნული გალერეა (ინდოეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თანამედროვე ხელოვნების ეროვნული გალერეა
ინგლ. National Gallery of Modern Art
28°36′36″ ჩ. გ. 77°14′03″ ა. გ. / 28.6101833° ჩ. გ. 77.2344000° ა. გ. / 28.6101833; 77.2344000
დაარსდა 1954 წლის 29 მარტი
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
მდებარეობა ნიუ-დელი
ოფიციალური საიტი http://ngmaindia.gov.in
Map

თანამედროვე ხელოვნების ეროვნული გალერეა (ინგლ. ) — ინდოეთის მთავრობის კულტურის სამინისტროს მთავარი ხელოვნების გალერეა.[1] მუზეუმი დაარსდა 1954 წლის 29 მარტს ინდოეთის მთავრობის მიერ, შემდგომი ფილიალებით მუმბაიში და ბანგალორში. მისი კოლექცია 2000-ზე მეტი მხატვრის 1700-ზე მეტი ნამუშევრისგან[2] შედგება და მოიცავს მხატვრებს, როგორებიცაა თომას დანიელი, რაჯა რავი ვერმა, აბანინდრანათ თაგორი, რაბინდრანათ თაგორი, გაგანენდრანათ თაგორი, ნანდალალ ბოსე, ჯამინი როი, ამრიტა შერ-გილი, ასევე აქ წარმოდგენილია უცხოელი მხატვრები. აქ შემონახული ზოგიერთი უძველესი ნამუშევარი თარიღდება 1857 წლით. 12,000 კვადრატული მეტრი საგამოფენო სივრცით[3] დელის ფილიალი არის ერთ-ერთი უდიდესი ხელოვნების მუზეუმი მსოფლიოში.

თანამედროვე ხელოვნების ეროვნული გალერეა, შესასვლელი ნიშნები

პირველი შემოთავაზება ეროვნული სამხატვრო გალერეის შექმნის შესახებ გაკეთდა დელიში დაფუძნებული მხატვრების ორგანიზაციის, AIFACS– ის მიერ, 1938 წელს. ეს დაწესებულება დაარსდა ძმები ბარადა და სარადა უკილების მიერ, რომლებიც იყვნენ აბანინდრანათ თაგორის სტუდენტები. 1946 წელს საზოგადოებამ მოაწყო პირველი საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნების გამოფენა, რომელიც მოიცავდა თანამედროვე ფრანგი და ინგლისელი მხატვრების ნამუშევრებს, ასევე ამერიკელი მხატვრების გრავიურებს. გამოფენა დაემთხვა ინდოეთის პირველ კონფერენციას, სადაც მიღებულ იქნა რეზოლუცია, რომელიც აცხადებდა AIFACS-ს ცენტრალურ ხელოვნების ორგანოდ.[4]

1949 წელს მთავრობამ მიიწვია მხატვრებისა და კრიტიკოსების კონსორციუმი ვიზუალური ხელოვნების კონფერენციაზე. მიწვეულთა სიაში იყვნენ: სტელა კრამრიში, ნანდალალ ბოსე, ჯამინი როი, ატულ ბოსე, ჯეიმზ კოსინსი ​​და პერი ბრაუნი. ისინი ითხოვდნენ ხელოვნების ისეთი ინსტიტუტების შექმნას როგორიცაა ეროვნული მუზეუმი, ხელოვნების ეროვნული გალერეა და ხელოვნების საგანმანათლებლო პროგრამები. გალერეის საკითხზე, სემინარის მონაწილეებს განსხვავებული რეაქცია ჰქონდათ. საბოლოოდ მთავრობამ მიიღო რეზოლუცია ეროვნული სამხატვრო გალერეის შექმნისა და ეროვნული მუზეუმის განვითარების შესახებ.

1953 წელს საზოგადოებამ მოაწყო თანამედროვე ხელოვნების მეორე საერთაშორისო გამოფენა თავის ახალ შენობაში, რომელიც ეროვნულმა გაზეთმა ,,The Stateman" შეაფასა, როგორც ,,ვენეციის ბეინალეზე არანაკლები".[5] სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი თანამედროვე ხელოვნების ეროვნული გალერეა შეიქმნა 1954 წლისთვის და ოფიციალურად გახსნა ვიცე-პრეზიდენტმა დოქტორმა ს. რადახრიშნანმა, პრემიერ-მინისტრ ჯავაჰარლალ ნერუს თანდასწრებით.

ჰერმან გოეთცი (18981976), ცნობილი გერმანელი ხელოვნების ისტორიკოსი გახდა გალერეის პირველი კურატორი[6] და დროთა განმავლობაში მან დაამატა ახალი საშუალებები, როგორიცაა ხელოვნების რესტავრაციის სამსახური, ხელოვნების საცნობარო ბიბლიოთეკა და დოკუმენტაციის ცენტრი.[7] გალერეა გაიხსნა თანამედროვე ქანდაკების გამოფენით, გარდა მისი 200-მდე ნამუშევრის საწყისი კოლექციის ჩვენებისა, რომელიც შედგებოდა ამრიტა შერ-გილის, რაბინდრანათ თაგორის, ჯამინი როისა და ნანდალალ ბოსეს ნამუშევრებით.

მუზეუმი მდებარეობს ჯაიპურის სახლში. ეს შენობა აშენდა 1936 წელს და დაპროექტებულია სერ არტურ ბლომფილდის მიერ.

ჯაიპურის სახლის გალერეა გაიხსნა ინდური ქანდაკებების გამოფენით, სადაც ნაჩვენები იყო 65 ინდური ქანდაკება. ჩვენება მიმდინარეობდა ჯაიპურის სახლის ხუთ ოთახში. მუზეუმის მთავარი მიზანი იყო 1850 წლიდან დღემდე შექმნილი ხელოვნების ნიმუშების შეძენა და შენარჩუნება. ესენია ძირითადად ნახატები, ქანდაკებები, გრაფიკა და ფოტომასალა.

2009 წელს, გაიხსნა თანამედროვე ხელოვნების ეროვნული გალერეის ახალი ფრთა, რომელმაც ექვსჯერ გაზარდა არსებული გალერეა. ასევე გაიხსნა ახალი აუდიტორია, თეატრი, კონსერვაციის ლაბორატორია, ბიბლიოთეკა და აკადემიური განყოფილება, ასევე კაფეტერია და მუზეუმის მაღაზია.[8]

გალერეის და მისი რეგიონული ცენტრების კოლექცია მოიცავს 17,000 ხელოვნების ექსპონატს, მათ შორისაა ნახატები, ქანდაკებები, ანაბეჭდები, ფოტოები და ინსტალაციები. ძირითადად კოლექციაში შედის ინდოელი მხატვრების მიერ შესრულებული ნამუშევრები, რომლებიც წლების განმავლობაში შეგროვდა საჩუქრების, შესყიდვებისა და მუდმივი გამოფენების საშუალებით.

გალერეაში წარმოდგენილია ცნობილი მოქანდაკეების ნამუშევრები, როგორიცაა როი ჩუდჰური, ჩინტამონი კარი და რამკინკარ ბაიჯი, რამკინკარ ბაიჯი, პრადოშ დას გუპტა, შანკოო ჩაუდჰური, მეერა მუხერჯი, ამარნატ სეჰგალი, პილო პოჩხანვალა, მაჰენდრა პანდია, ნაჯი პატელი, ბალბირ კატი, ლატიკა კატი, ჰიმათ შაჰი, მადან ლალი, მერინალინი მუხერჯი, სუდარშან შეტი, სუბოდჰ გუფტა, პრიტპალ სინგ ლადი.[9]

თანამედროვე ხელოვნების ეროვნული გალერეას აქვს ინდოეთში ფოტოგრაფიის ერთ-ერთი მოწინავე კოლექცია.[10] აქ წარმოდგენილია შემდეგი ფოტოგრაფების ნამუშევრები: რაჯა დინ დაიალი, რაგუ რაი, ნემაი გოში, დაიანიტა სინგი და სხვა.

კოლექცია ასევე მოიცავს საერთაშორისო თანამედროვე მხატვრების სკულპტურებს, გრაფიკებსა და ნახატებს, როგორიცაა იაკობ ეპშტეინი, ჯორჯო დე კირიკო, სონია დელონაი, ანტონი ტოპიესი, რობერტ რაუშენბერგი, სე დუკ ლი, დისი დაია, პიტერ ლუბარდა, კოზო მიო, ჯორჯ კეიტი და ფრედ ტილერი.

  • Ahldag, Arnika. "''Artworks between the archive and the exhibition hall at the NGMA''" (MPhil Diss). Jawaharlal Nehru University, 2015.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. History. ციტირების თარიღი: 2019-02-24
  2. National gallery of Modern Art, New Delhi official catalog.
  3. Inauguration of the New Wing of National Gallery of Modern Art, New Delhi. Ministry of Tourism. ციტირების თარიღი: 8 October 2018
  4. (2017) No Touching, No Spitting, No Praying : the Museum in South Asia. ISBN 9781351556231. OCLC 999615041. 
  5. Quoted in ‘World Art Comes to India’, Roop Lekha, vol. 24, no. 1 and 2, AIFACS, New Delhi, 1953
  6. About the Author. Bhartiya Vidhya Bhawan's University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-13. ციტირების თარიღი: 2021-09-26.
  7. National Gallery of Modern Art, Delhi დაარქივებული 2013-04-25 საიტზე Wayback Machine. Saatchi Gallery.
  8. Nayar, Mandira (2004-11-07). „Modern art gets a new extension“. The Hindu. ციტირების თარიღი: 2019-02-24.
  9. Virtual Galleries - Modern Sculptures. ციტირების თარიღი: 2019-02-24
  10. Virtual Galleries - Photography. ციტირების თარიღი: 2019-02-24