შინაარსზე გადასვლა

თამაზ გრიგალაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თამაზ სერგოს ძე გრიგალაშვილი (დ. 11 ნოემბერი, 1932, თბილისი, — გ. 14 თებერვალი, 2004, იქვე) — ქართველი ფიზიკოსი, ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1990).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1956 წელს. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში (1956–1970), დუბნის (რუსეთი) ბირთვული გამოკვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში (1970–1990). 1990–2004 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის განყოფილების გამგე. მუშაობის ძირითადი მიმართულება იყო ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა. მიღებული აქვს ბირთვული გამოკვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტის პრემიები (1977, 1981 და 1985, სხვებთან ერთად), საქართველოს სახელმწიფო პრემია (1986, სხვებთან ერთად) ნაშრომთა ციკლისათვის „ფარული უცნაურობის მქონე ბარიონული მდგომარეობების დამზერა და გამოკვლევა“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]