თამაზ გოგიჩაიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თამაზ გოგიჩაიშვილი
დაბ. თარიღი 1 ივნისი, 1941(1941-06-01) (81 წლის)
დაბ. ადგილი ლესა, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
საქმიანობა ფსიქოლოგია
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თამაზ გოგიჩაიშვილი (დ. 1 ივნისი, 1941, ლესა, — გ. 31 მაისი, 2021[1]) — ქართველი ფსიქოლოგი. დაიბადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესაში. 1964 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1964–1967 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი. 1967–1969 წლებში პედაგოგიკის სამეცნიერო კვლევის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1969–1972 წლებში მასწავლებელთა დახელოვნების ცენტრალური ინსტიტუტის ფსიქოლოგიის კათედრის დოცენტი, 1978–1982 წწ. იმავე კათედრის გამგე. 1982 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დოცენტი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. საქართველოს ფსიქოლოგიური საზოგადოების წევრი.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • განვითარების ფსიქოლოგია (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2005. - 465გვ.
  • მე და ჩემი მოძღვარი (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2004. - 60გვ.
  • ზოგადი ფსიქოლოგია (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2003. - 205გვ.
  • მოსწავლის ასაკობრივი ფსიქოლოგია (ავტორი). - თბილისი, 2001. - 426გვ.
  • იურიდიული ფსიქოლოგია (ავტორი). - თბილისი, 1997. - 88გვ.
  • ფსიქოლოგია (ავტორი). - თბილისი, ცისნამი, 1996. - 219გვ.
  • იურიდიული ფსიქოლოგიის საკითხები (ავტორი). - თბილისი, 1994. - 88გვ.
  • უფროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეთა ასაკობრივ - ფსიქოლოგიური თავისებურებანი : ლექციების კურსი (ავტორი). - თბილისი, უნ-ტის გამ-ბა, 1993. - 116გვ.
  • გარდამავალი ასაკის მოსწავლეთა ასაკობრივ - ფსიქოლოგიური თავისებურებანი (ავტორი). - თბილისი, უნ-ტის გამ-ბა, 1992. - 252გვ.
  • უმცროსი ასაკის სასკოლო ასაკის მოსწავლეთა ასაკობრივ - ფსიქოლოგიური თავისებურებანი (ავტორი). - თბილისი, უნ-ტის გამ-ბა, 1991. - 192გვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ლანჩხუთელი მწერალი, პროფესორი თამაზ გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა. გურია today. 31 მაისი, 2021.