თამაზ ბერაძე
იერსახე
თამაზ ბერაძე (დ. 7 ოქტომბერი, 1937, თბილისი — გ. 2012) — ქართველი ისტორიკოსი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1960 წელს. ამავე წლიდან მუშაობდა იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში. იყო უფროსი ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. 1987 წელს გახდა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. სადისერტაციო თემა — „ზღვაოსნობა და საზღვაო ვაჭრობა შუა საუკუნეების საქართველოში“. გარდაიცვალა 2012 წლის მაისში. დაკრძალულია თბილისში.
ავტორია 4 მონოგრაფიისა და 40-ზე მეტი სტატიისა.