თათრის სრუტე
იერსახე
| თათრის სრუტე | |
|---|---|
|
| |
| მახასიათებლები | |
| სიგრძე | 663 კმ |
| სიგანე | 40–324 კმ |
| მდებარეობა | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| გამოყოფს | ევრაზიას და სახალინს |
| აერთებს | ოხოტისა და იაპონიის ზღვებს |
თათრის სრუტე (რუს. Татарский пролив) — სრუტე ევრაზიის კონტინენტსა და კუნძულ სახალინს შორის. ნეველსკოის სრუტის, ამურის ლიმანისა და სახალინის ყურის მეშვეობით აერთებს ოხოტისა და იაპონიის ზღვებს. სიგრძე 663 კმ, სიგანე 40 კმ-დან (ჩრდილოეთში) 324 კმ-მდე (სამხრეთში), ნეველსკოის სრუტეში 7,3 კმ-მდე. უმცირესი სიღრმე ფარვატერში 8,0 მეტრი. მატერიკისა და კუნძულის სანაპიროები სამხრეთში მთიანია, ჩრდილოეთში დაბალი, უდიდესი ნაწილი მოვაკებული. ზამთარში იყინება. მოქცევები სამხრეთში ნახევარდღეღამური და შერეულია, სიმაღლეში 2,7 მ-მდე, ამურის ლიმანში — არაწესიერი ნახევარდღეღამური, 2,0 მ-ზე მაღალი. მნიშვნელოვანი პორტებია: ვანინო, ალექსანდროვსკ-სახალინსკი, ნეველსკი, ხოლმსკი (რუსეთი).[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ТАТАРСКИЙ ПРОЛИВ // Большая российская энциклопедия. т. 31. — М., 2016. — стр. 686.