სახალინის ყურე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სახალინის ყურე - ყურე ოხოტის ზღვაში, მდინარე ამურის შესართავის ჩრდილოეთით მდებარე კონტინენტის ნაპირისა და კუნძული სახალინის ჩრდილოეთ დაბოლოებას შორის. სამხრეთით გადადის ამურის ლიმანში. სიგრძე - 160 კმ-მდე. ნაპირები უმთავრესად დაბალია. გაყინულია ნოემბრიდან ივნისამდე. მოქცევა არასწორი ნახევარდღეღამურია. სიმაღლე - 2-3 მეტრი. ნაპირზეა ნავსადგური მოსკალვო