შინაარსზე გადასვლა

ბაბა-ციოყ დადიშქელიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დადიშქელიანი.

ბაბა-ციოყ თენგიზის ძე დადიშქელიანი (გ. 1812) — სვანეთის მთავარი, ჩუბეხეველი დადიშქელიანების წარმომადგენელი.

გადმოცემის მიხედვით, პატარა ციოყის მამა და ძმები ეცერის მფლობელმა ჯანსუღ დადიშქელიანმა ამოწყვიტა. პეპა ჩარკვიანმა, რომელსაც ციოყის მოკვლა ჰქონდა დავალებული, ბიჭს გაქცევის საშუალება მისცა. ციოყს ჩუბეხევლები მალულად ზრდიდნენ. ჯანსუღის სიკვდილის შემდეგ ციოყმა მისი შვილები ეცერიდანაც განდევნა და მთელი სამთავროს მფლობელი გახდა. ხალხში მას ბაბა-ციოყს („მამა ციოყი“) უწოდებდნენ. ბაბა-ციოყის გარდაცვალების შემდეგ მის შთამომავლებს შორის მტრობა ჩამოვარდა, რასაც, საბოლოოდ, მის შვილს თათარყანსა და შვილთაშვილს ციოყ მოსოსტრის ძეს შორის სამთავროს ორ ნაწილად გაყოფა მოჰყვა.

  • Стоянов А. И. Путешествие по Сванетии // Зап. Кавказ, отд. РГО, 1876, т. 10, №2, с. 238—472;
  • ამყოლაძე თ., დადეშქელიანების ამბავი: მე-19 საუკუნის ქართული ქრონიკა. ქუთაისი, 2014. ISBN 9789941938801.