ოთარ დადიშქელიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ოთარ დადიშქელიანის ერთ-ერთი ვაჟი — ციოყი.

ოთარ თათარყანის (ნიკოლოზის) ძე დადიშქელიანი (გ. 1854) — სვანეთის სამთავროს ნაწილის მმართველი, ბეჩოს მფლობელი.

თათარყან (ნიკოლოზ) დადიშქელიანის უფროსი ძე. სვანეთის სამთავროს რუსეთის მფარველობაში მიღებასთან დაკავშირებული შეთანხმების (1833) მიხედვით თათარყანის სამფლობელო — ეცერ-ცხუმარ-ბეჩოს თემები — ოთარს უნდა დარჩენოდა, თუმცა მამის გარდაცვალების შემდეგ ეცერი და ცხუმარი უმცროს ძმას — ჯანსუღს დაუთმო. მეორე ცოლად ბალყარელი ქალის, მინათ ურუსბიევის შერთვის შემდეგ ოთარმა ქრისტიანობაზე უარი თქვა და ისლამი მიიღო, შვილებიც მუსულმანურად მონათლა. ამის გამო 1857 წელს რუსეთის ხელისუფლებამ ოთარის ვაჟებს — ლევანს, ისლამს, ბექირბის და ციოყს — სვანეთში ცხოვრება აუკრძალა და დადიშქელიანის ნაცვლად ოთაროვების გვარი დაუმტკიცა, მათი სამფლობელო კი მათ ბიძაშვილს — თენგიზ (ნიკოლოზ) ჯანსუღის ძეს გადასცა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Акты, собранные Кавказской Археографической комиссией : [В 12-ти т.] / Арх. гл. упр. наместника Кавк.; Под общ. ред. А. Д. Берже. - Тифлис : Тип. гл. упр. Наместника Кавк., 1866-1904. Т. 12 : [1856-1862] / Арх. Канц. Главноначальствующего; Под ред. Е.Д. Фелицына и А.П. Наумова. - Тифлис : Тип. канц. главнонач. гражд. частью на Кавказе, 1904. – გვ. 371;
  • Думин С. В., Чиковани Ю. К. Дворянские роды Российской империи. Том 4. Князья Царства Грузинского / Под ред. С. В. Думина. – М.: Линкоминвест, 1998. – გვ. 89.