თაგვისარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
თაგვისარა
Ruscus aculeatus (by J.-M. Hullot).jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  სატაცურისნაირნი
ოჯახი:  სატაცურისებრნი
გვარი:  თაგვისარა
სახეობა:  თაგვისარა
ლათინური სახელი
Ruscus aculeatus L., 1753

თაგვისარა,[1] პონტოური თაგვისარა[2] (ლათ. Ruscus aculeatus) — ყვავილოვანი მცენარე სატაცურისებრთა ოჯახისა. დაბალი ბუჩქია, სიმაღლეში 30–50 სმ. აქვს მორიგეობით განლაგებული ტოტები. მცირე ზომის — 1–3 სმ სიგრძის კლადოდიუმები, ხეშეში, ტყავისებური, ლეგა, მუქი მწვანე, ლანცეტა, გრძლად წაწვეტებული და წვრილი ეკლით დაბოლოებული. მისი მთავარი ძარღვი კარგად გამოხატულია. ყვავილი — 1–2, სხედან კლადოდიუმების ქვედა მხარეზე. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს თებერვალ-აპრილში. გავრცელებულია კავკასიასა და სამხრეთ ევროპაში. საქართველოში გვხვდება დასავლეთში (აფხაზეთი, სამეგრელო, იმერეთი), კახეთსა და შიდა ქართლში. იზრდება მთის ქვედა სარტყელში, სადაც ქმნის რაყებს, აგრეთვე შედის მარადმწვანე ქვეტყის შემადგენლობაში.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მაყაშვილი ა., თაგვისარა // ბოტანიკური ლექსიკონი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1961.
  2. გურგენიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 418–419.
  3. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 70.