კლადოდიუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოპუნციის კლადოდიუმი

კლადოდიუმი[1] (ბერძ. ϰλάδος — ტოტი) — მცენარის სახეშეცვლილი ყლორტი გაბრტყელებული, ფოთლისებრი ფორმის ღეროთი, რომელიც ფოთლის ფუნქციას ასრულებს. მასზე განლაგებული ფოთლები ძლიერ რედუცირებულია (ეკლებადაა გადაქცეული) ან ადრეულად ცვივიან. კლადოდიუმის ღეროვანი ბუნება მტკიცდება ფოთლის უბეში (იღლიაში) მისი მდებარეობით, აგრეთვე მასზე ყვავილების წარმოქმნით, რომლებიც ნამდვილ ფოთლებზე არასდროს არ იზრდებიან. კლადოდიუმი დამახასიათებელია მშრალი ტერიტორიების ბინადარი მცენარეებისათვის და განიხილება როგორც აორთქლების შემცირებისადმი შეგუებულობა. ზოგჯერ ისეთ კლადოდიუმებს, რომლებიც ადრე წყვეტენ ზრდას და ფოთოლს უფრო მეტად გვანან, ფილოკლადიუმს უწოდებენ (მაგ., თაგვისარა).[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. phylloclade — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  2. Кладодий // Большая российская энциклопедия. т. 14. — М., 2009. — стр. 211.